ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

გიორგი ვაშაძე - სალომე ზურაბიშვილმა უნდა შეიწყალოს არა მარტო ნიკა გვარამია, არამედ მიხეილ სააკაშვილიც

ნახვები: 539 გიორგი ვაშაძე - სალომე ზურაბიშვილმა უნდა შეიწყალოს არა მარტო ნიკა გვარამია, არამედ მიხეილ სააკაშვილიც

სალომე ზურაბიშვილმა უნდა შეიწყალოს არა მარტო ნიკა გვარამია, არამედ მიხეილ სააკაშვილიც, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ვაშაძემ აღნიშნა, ეს არის სალომე ზურაბიშვილის პასუხისმგებლობა ქართველი ერის წინაშე ევროპულ პერსპექტივასთან დაკავშირებით.

„ნიკა გვარამიას შეწყალების საკითხი უკვე თვეებია დგას. სალომე ზურაბიშვილი პატივს რომ სცემდეს ევროპულ პერსპექტივას და საკუთარ ინსტიტუციას, უკვე შეიწყალებდა მას. ეს არის ცალსახად ასე! მე არ მჯერა მასთან შეხვედრიდან რამე გამოვიდეს. მას თუ დაავალებს ივანიშვილი - შეიწყალებს, თუ არ დაავალებს - არ შეიწყალებს. ილუზიები, რომ ის არის დამოუკიდებელი, რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოვსპოთ. იმიტომ, რომ ილუზიები არის ერთ-ერთი მთავარი იარაღი „ქართული ოცნების“ ხელში, რითაც კვებას მოსახლეობას და ანგრევს ერთიანობას, ხელს უშლის ევროპულ პერსპექტივას და წელავს დროს. აქვე დავამატებ, რომ სალომე ზურაბიშვილმა უნდა შეიწყალოს არა მარტო ნიკა გვარამია, არამედ მიხეილ სააკაშვილიც. ეს არის ქართველი ერის წინაშე მისი პასუხისმგებლობა ევროპულ პერსპექტივასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ვაშაძემ.

ამასთან, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა ისაუბრა მართლმსაჯულების მიმართულებით დაგეგმილ ცვლილებებზე და აღნიშნა, რომ „ეს ცვლილებები ჩვენ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს არ მოგვიტანს“.

„როცა მურუსიძეს და მურუსიძის გაგრძელებას ნიშნავ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში და წარმოადგენ რაღაც კოსმეტიკურ ცვლილებებს, რა თქმა უნდა, არაფერი შეიცვლება. ჩვენი ვერსია უკვე რეგისტრირებულია პარლამენტში, იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან დაწყებული, მოსამართლეთა შერჩევით გაგრძელებული, უამრავი საკითხია მასში - ზუსტად ის საკითხები, რაც ევროკავშირის რეკომენდაციებშია“, - განაცხადა ვაშაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა