ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

მამუკა ხაზარაძე:მხოლოდ ერთი გზა არსებობს: პრეზიდენტის მიერ ნიკა გვარამიას შეწყალება - ის უნდა დადგეს საკუთარ წყენაზე მაღლა

ნახვები: 547 მამუკა ხაზარაძე:მხოლოდ ერთი გზა არსებობს: პრეზიდენტის მიერ ნიკა გვარამიას შეწყალება - ის უნდა დადგეს საკუთარ წყენაზე მაღლა

„ლელოს“ თავმჯდომარის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას პატიმრობაში დატოვების თაობაზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება აბსურდული და უკანონოა.

როგორც ის „ფეისბუქის“ გვერდზე წერს, ამ უსამართლობის დასაბალანსებლად მხოლოდ ერთი გზა არსებობს - პრეზიდენტის მიერ ნიკა გვარამიას შეწყალება.

„ნიკა გვარამიას პატიმრობაში დატოვება და დღევანდელი სასამართლო გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ადასტურებს, ქვეყანაში ერთი კაცის მმართველობას.

მიტაცებულია და შურისძიების იარაღადაა ქცეული სასამართლო. შინაარსობრივად კი დღევანდელი გადაწყვეტილება აბსურდულია, უკანონოა და სამაგალითოა სხვების დასაშინებლად, დამოუკიდებელი მედიის მოსახრჩობად.

ამ უსამართლობის დასაბალანსებლად მხოლოდ ერთი გზა არსებობს - პრეზიდენტის გადაწყვეტილება - ნიკა გვარამიას შეწყალება.

ის უნდა დადგეს საკუთარ წყენაზე მაღლა და საზოგადოების ინტერესების გამო დაივიწყოს ის კრიტიკა, რაც მიუღია თუნდაც ნიკასგან.

ბიძინას მიერ მართული საბჭოთა პროკურატურის და სასამართლოს თარეში უნდა დასრულდეს!

ქვეყანა ასეთი უსამართლობით - არც ევროპას სჭირდება და არც საქართველოს მოქალაქეებს!“, - წერს მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, "მთავარი არხის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია თბილისის სააპელაციო სასამართლომაც დამნაშავედ ცნო. შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მისთვის 3 წლითა და 6 თვის ვადით შეფარდებული თავისუფლების აღკვეთა ძალაში დარჩა. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ ნიკა გვარამიას 6 მილიონ 700 000 ლარის გაფლანგვის ეპიზოდზე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის შეფარდებული 5 0000-ლარიანი ჯარიმა პატიმრობით შეუცვალა, თუმცა საბოლოოდ, მას საპატიმროში ყოფნა აქამდე განსაზღვრული 3 წლითა და 6 თვის ვადით მოუწევს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა