ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day
FM Sybiha: Ukraine plans to buy weapons from Poland by year-end using EUR 125M loan
Defense Forces strike Russian Irbis mobile radar station
US considering easing sanctions on shadow fleet – Reuters

ნაჩო სანჩესი - ევროპის პროგრესულმა ოჯახმა გამოხატა მზაობა, საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი, ახლა ქვეყანაში პოლიტიკური აქტორები ერთად უნდა დასხდნენ და ისაუბრონ პროევროპულ დღის წესრიგზე

ნახვები: 548 ნაჩო სანჩესი - ევროპის პროგრესულმა ოჯახმა გამოხატა მზაობა, საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი, ახლა ქვეყანაში პოლიტიკური აქტორები ერთად უნდა დასხდნენ და ისაუბრონ პროევროპულ დღის წესრიგზე

მოუთმენლად ველით საქართველოს მზადყოფნას შემოერთებისთვის და კანდიდატის სტატუსს თქვენი ქვეყნისთვის, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ნაჩო სანჩესმა საქართველოს პირველ არხს ბერლინში განუცხადა, სადაც ევროპელი სოციალ-დემოკრატების პარტიის კონგრესი მიმდინარეობს.

ევროპარლამენტარის თქმით, ევროპის პროგრესულმა ოჯახმა კიდევ ერთხელ გამოხატა მზაობა, მიენიჭოს საქართველოს კანდიდატის სტატუსი.

„ევროპის პროგრესულმა ოჯახმა კიდევ ერთხელ გამოხატა მზაობა, მიენიჭოს საქართველოს კანდიდატის სტატუსი. ეს ჩვენი სურვილია. ახლა გვჭირდება ქვეყანაში პოლიტიკოსებისა და პოლიტიკური გარემოს აქტიურობა. უნდა დასრულდეს პოლარიზაცია, პოლიტიკური აქტორები ერთად უნდა დასხდნენ და ისაუბრონ პროევროპულ დღის წესრიგზე. ამავდროულად, მინდა მოვუწოდო „ენჯეოებს“, სამოქალაქო საზოგადოებას, რომ ხელი შეუწყონ ამ პროცესს პარლამენტში თუ პარლამენტს გარეთ, ნებისმიერ ადგილას, რადგან ადგილზე მეტად მნიშვნელოვანი აქ შინაარსია. ჩვენ მოუთმენლად ველით საქართველოს მზადყოფნას შემოერთებისთვის და კანდიდატის სტატუსს თქვენი ქვეყნისთვის“, – განაცხადა ნაჩო სანჩესმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა