ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

მედიის ცნობით, გერმანიაში ოპოზიციური პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ოფისები სამართალდამცავებმა გაჩხრიკეს

ნახვები: 547 მედიის ცნობით, გერმანიაში ოპოზიციური პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ოფისები სამართალდამცავებმა გაჩხრიკეს

გერმანიაში ოპოზიციური პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ოფისები სამართალდამცავებმა გაჩხრიკეს. მედიის ინფორმაციით, პარტიის ყოფილ ლიდერებს ფინანსურ დარღვევებში სდებენ ბრალს.

ჩხრეკა პარტიის ბერლინის და კიდევ სამ რეგიონულ ოფისში ჩატარდა. სამართალდამცავებმა ამოიღეს დოკუმენტები და ციფრული ინფორმაციის შემნახველი დისკები.

საქმე ეხება 2016-2018 წლებში პარტიული კანონმდებლობის შესაძლო დარღვევას და პარტიის ხაზინიდან მის მიერ თანხების გაფლანგვაში.

გამოძიების მიხედვით, პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ყოფილი ლიდერ იორგ მოიტენისა და პარტიის ხაზინადარ კლაუს-გიუნტერ ფორმანის მიერ შედგენილ ფინანსურ ანგარიშებში აღმოჩენილია სავარაუდო ცრუ ინფორმაცია პარტიისთვის გადარიცხული შემოწირულობების შესახებ.

თავად ოპოზიციურ პარტიაში განაცხადეს, რომ ჩხრეკის მიზანი მათი დაშინება იყო.

აღსანიშნავია, რომ 2021 წელს პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ უკვე დააჯარიმეს, 2017 წლის საარჩევნო კამპანიის უცხოეთიდან დაფინანსების გამო.

გერმანული მედიის ცნობით, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ მოსკოვთან დაახლოებულ პოლიტიკურ ძალას წარმოადგენს. 2020 წელს პარტიის წევრები იმყოფებოდნენ მოსკოვში, სადაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდნენ, ხოლო რუსეთის მიერ უკრაინაში წამოწყებული ომის შემდეგ, მხარს უჭერდნენ რუსული გაზსადენის „ჩრდილოეთი ნაკადი -2“-ის ამოქმედებას.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა