ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day
FM Sybiha: Ukraine plans to buy weapons from Poland by year-end using EUR 125M loan
Defense Forces strike Russian Irbis mobile radar station
US considering easing sanctions on shadow fleet – Reuters

ბრიტანეთის დაზვერვა: რუსეთი სანქცირებული ირანიდან და ჩრდ.კორეიდან იარაღის მიღებას ზრდის

ნახვები: 548 ბრიტანეთის დაზვერვა: რუსეთი სანქცირებული ირანიდან და ჩრდ.კორეიდან იარაღის მიღებას ზრდის

ბრიტანეთის დაზვერვის ცნობით, თითქმის დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ რუსეთი სანქცირებული ქვეყნებიდან, მათ შორის ირანიდან და ჩრდილოეთ კორეიდან იარაღის მიღებას ზრდის.

ბრიტანეთის უწყების თქმით, რუსეთი, უკრაინასთან ომში, სავარაუდოდ, ირანულ უპილოტო საფრენ აპარატებს იყენებს. უკრაინის ხელისუფლების ცნობით, კუპიანსკის სიახლოვეს ჩამოაგდეს ირანული წარმოების დრონი -  Shahed-136.

დაზვერვის თქმით, Shahed-136 ცალმხრივი თავდასხმის უპილოტო საფრენ აპარატია, რომლის ფრენის რადიუსიც 2 500 კმ-ია. ბრიტანეთის ცნობით, მსგავსი ტიპის, ირანის მიერ წარმოებულ სისტემებს სავარაუდოდ შუა აღმოსავლეთში თავდასხმებისთვისაც იყენებდნენ.

„რუსეთი თითქმის დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ზრდის იარაღის შემოტანას მძიმედ სანქცირებული ქვეყნებიდან, როგორიცაა ირანი და ჩრდილოეთ კორეა, მაშინ როცა მისი რესურსები მცირდება. Shahed-136-ის დაკარგვა ფრონტის ხაზთან იმაზე მიგვითითებს, რომ არსებობს რეალური შესაძლებლობა, რომ რუსეთი ცდილობს ეს სისტემები ტაქტიკური თავდასხმებისთვის გამოიყენოს, და არა უფრო უკრაინის ტერიტორიაზე უფრო ღრმად სტრატეგიული სამიზნეების წინააღმდეგ“ - აცხადებს ბრიტანეთის დაზვერვა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა