ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

კურტ უოლკერი - ახლა საჭიროა, მთავრობამაც და ოპოზიციამაც ერთად იმუშაონ ეროვნული მიზნის მისაღწევად, ეროვნული მიზანი კი უნდა იყოს ევროკავშირისა და ნატო-ს წევრობა

ნახვები: 546 კურტ უოლკერი - ახლა საჭიროა, მთავრობამაც და ოპოზიციამაც ერთად იმუშაონ ეროვნული მიზნის მისაღწევად, ეროვნული მიზანი კი უნდა იყოს ევროკავშირისა და ნატო-ს წევრობა

ეროვნული მიზანი კი უნდა იყოს საქართველოს ევროკავშირის წევრობის რაც შეიძლება მალე მიღება, ასევე საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება, ყველამ უნდა იმუშაოს ერთად ეროვნული მიზნის მისაღწევად, – ამის შესახებ ნატო-ში აშშ-ის ყოფილმა ელჩმა, კურტ უოლკერმა განაცხადა.

როგორც უოლკერმა განაცხადა, ახლა საჭიროა, მთავრობამაც და ოპოზიციამაც ერთად იმუშაონ.

„ნომერ პირველი საკითხი, რაზეც ევროკავშირი ფოკუსირებულია თავის განცხადებებში საქართველოს შესახებ, არის პოლარიზაცია და ახლა საჭიროა, ორივემ – მთავრობამაც და ოპოზიციამაც ერთად იმუშაონ. ეს არ ეხება მხოლოდ მთავრობას ან მხოლოდ ოპოზიციას. ყველამ უნდა იმუშაოს ერთად ეროვნული მიზნის მისაღწევად. ეროვნული მიზანი კი უნდა იყოს საქართველოს ევროკავშირის წევრობის რაც შეიძლება მალე მიღება, ასევე საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება, რადგან როგორც ვხედავთ, უკრაინაში, ასევე შვედეთისა და ფინეთის შემთხვევაში, რომლებიც ნატო-ში წევრიანდებიან, არ არსებობს კეთილდღეობა ევროპაში, არ არის დემოკრატიის გარანტია, არ არის უსაფრთხოება, თუ არ ხარ ევროკავშირში ან ნატო-ში. ეს არის ის, რაც ადამიანების კეთილდღეობას და უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. ეს არის უფრო მაღალი მიზანი მთელი ქვეყნისთვის, არა მხოლოდ მთავრობისთვის, არა მხოლოდ ოპოზიციისთვის. ეს მნიშვნელოვანია ყველასთვის. ყველამ უნდა იმუშაოს ერთი მიზნისთვის“, – განაცხადა უოლკერმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა