ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

სალომე ზურაბიშვილი - ელჩების დანიშვნის საკითხზე საკონსტიტუციო სასამართლომ თავისი თქვას, მოუთმენლად დაველოდები

ნახვები: 542 სალომე ზურაბიშვილი - ელჩების დანიშვნის საკითხზე საკონსტიტუციო სასამართლომ თავისი თქვას, მოუთმენლად დაველოდები

დავით ბაქრაძის გაერო-ში ელჩად დანიშვნაზე ჩემს ხელმოწერას ერთი მხრივ დეპოლარიზაციისთვის ხელი უნდა შეეწყო, თუმცა ასე არ იქნა მიღებული, რადგან დღეს ოხ, საკვირველებავ, მივიღე ელჩების თანამდებობაზე შვიდი წარდგენა, ისე, რომ არც ერთი საიდუმლო კონსულტაცია არ ჩატარებულა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

პრეზიდენტის თქმით, დღევანდელი წარდგინებები ხელისუფლების პასუხია მისი მისამართით.

„დამიდეს მაგიდაზე ეს შვიდი წარდგენა, რომელიც არის ერთგვარი პასუხი ჩემს გადაწყვეტილებაზე ხელისუფლების მხრიდან და მგონი, საჭიროა და უკვე ვეღარ მოითმენს ეს სიტუაცია, რომ საკონსტიტუციომ განიხილოს ეს საკითხი, ტექსტები, არსებული პრაქტიკა და კონფიდენციალური დოკუმენტები, რაც ჩვენ გვაქვს და რაც ამტკიცებს, რომ მუდმივად იყო კონფიდენციალური კონსულტაციები, რადგან პრეზიდენტის ხელმოწერა ვერ იქნება მხოლოდ ფაქსიმილიე, ამ დარგში მით უმეტეს. ამიტომ, საკონსტიტუციომ თავისი თქვას და მე ამას ველოდები მოუთმენლად“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა