ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

14-მა ქვეყანამ 20-მდე ქუჩასა და მოედანს უკრაინის პატივსაცემად სახელები გადაარქვა

ნახვები: 542 14-მა ქვეყანამ 20-მდე ქუჩასა და მოედანს უკრაინის პატივსაცემად სახელები გადაარქვა

14-მა ქვეყანამ 20-მდე ქუჩასა და მოედანს უკრაინის პატივსაცემად სახელები შეუცვალა. ინფორმაციას უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ქუჩებისთვის სახელების შეცვლა უკრაინისადმი სოლიდარობის გამოხატვას უკავშირდება.

"დღესდღეობით Ukraine Street (უკრაინის ქუჩა) კამპანიის ფარგლებში, 14-მა ქვეყანამ 20-მდე ქუჩასა და მოედანს სახელები შეუცვალა. ესენია: ჩეხეთი, პოლონეთი, ლიეტუვა, ლატვია, ალბანეთი, სლოვაკეთო, ნორვეგია, კანადა, უნგრეთში, ესტონეთი, შვედეთი, საფრანგეთი, ისლანდია, ლუქსემბურგი და აშშ.

აღსანიშნავია, რომ ჩეხეთში, ლიეტუვაში, ლატვიაში, ალბანეთში, ნორვეგიასა და კანადაში უკრაინული სახელწოდებები დაერქვა იმ ქუჩებს, სადაც რუსეთის დიპლომატიური დაწესებულებებია განთავსებული. უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ლუქსემბურგში გახსნეს კიევის ბულვარი, ხოლო ნიუ-იორკში, ბრუკლინში ბრაიტონ ბიჩ ავენიუს გზაჯვარედინს სახელწოდება შეეცვალა და დაერქვა უკრაინული გზა. მადლობას ვუხდით მსოფლიოს მხარდაჭერისთვის", - ამბობენ უკრაინის საგარეო უწყებაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა