იქნებ სადმე ხანძარია? - დაპოსტე, რომ გავიგოთ!
ელენე ხოშტარია: ბიძინა ივანიშვილმა წინააღმდეგობის დასრულება არაერთხელ სცადა და არ გამოუვიდა – პარტიების აკრძალვაც მორიგი წარუმატებელი მცდელობა იქნება
Bloomberg: დიდი ბრიტანეთი უკრაინას დამატებით Storm Shadow-ის რაკეტებს გადასცემს რუსეთის სამხედრო ობიექტებზე დარტყმებისთვის
ლევან ხაბეიშვილი ბათუმში ბადრაგირებას და საკონსტიტუციო სასამართლოს პროცესზე დასწრებას ითხოვს – „რეალურად ასამართლებენ ჩვენს სამშობლოს, საქართველოს“
ნიკო კვარაცხელიას დედა: უნდა გაირკვეს, ვინ დაუკვეთა ჩემი შვილის მკვლელობა – წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოდის, რომ დამკვეთი ისევ ხელისუფლებაშია
შსს-მ ვატო ყიფიანი და ავთანდილ ბილანიშვილი, მეტსახელად „კაწრო“, ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დააკავა
რომან გოცირიძე: რუსული დიზელის იმპორტი აშშ-ში საწვავის ფასებზე უმნიშვნელო გავლენას მოახდენს, სანაცვლოდ კი ტრამპს რეპუტაციულ ზიანს მიაყენებს
აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ყალბი დოკუმენტების დამზადების საქმეზე ბრალდებული გიორგი ხატიაშვილი არგენტინიდან საქართველოში ექსტრადირებულია

შარლ მიშელი - ყირიმში რუსეთის ყოფნამ გამოიწვია უკრაინის შავი ზღვის პორტების ბლოკადა, ეს არის კრემლის მიერ წინასწარგანზრახულად და ცინიკურად იარაღად შიმშილის გამოყენების მცდელობა

ნახვები: 549 შარლ მიშელი - ყირიმში რუსეთის ყოფნამ გამოიწვია უკრაინის შავი ზღვის პორტების ბლოკადა, ეს არის კრემლის მიერ წინასწარგანზრახულად და ცინიკურად იარაღად შიმშილის გამოყენების მცდელობა

ყირიმი უკრაინაა და დავიწყებ მკაფიო გზავნილით, ევროკავშირი არ აღიარებს ყირიმის და სევასტოპოლის უკანონო ანექსიას. რუსეთის აგრესია უკრაინაში არ დაწყებულა 24 თებერვალს, ის დაიწყო 2014 წელს ყირიმის უკანონო ანექსიით და ეს იყო თქვენი ხალხისადმი და თქვენი ქვეყნისადმი რუსეთის აგრესიული და უკანონო ქმედებების დასაწყისი, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა „ყირიმის პლატფორმაზე“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, „რუსეთმა ყირიმი გამოიყენა, რათა შეჭრილიყო უკრაინაში სამხრეთიდან და ასევე იყენებს ტრანზიტულ პუნქტად, რათა გადაიყვანოს უკრაინელები ფილტრაციულ ბანაკებში, სადაც გავრცელებული ცნობით, წამების და სასტიკი მოპყრობის ფაქტები ფიქსირდება“.

„რუსეთმა ყირიმი გამოიყენა უკრაინის სხვა ნაწილებიდან მარცვლეულის მოსაპარად. ყირიმში რუსეთის სამხედრო ყოფნამ მოახდინა უკრაინის შავი ზღვის პორტების ბლოკადა და ვხედავთ ამის სასტიკ შედეგებს, უკრაინის ეკონომიკის დაზიანება და გლობალური სურსათის უსაფრთხოების კრიზისი, განსაკუთრებულად დაუცველ ქვეყნებში. ვიტყვი მკაფიოდ, ეს არის კრემლის მიერ წინასწარგანზრახულად და ცინიკურად იარაღად შიმშილის გამოყენების მცდელობა. ჩვენ ასევე შეშფოთებას გამოვთქვამთ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის უწყვეტი დაბომბვის გამო. რუსეთმა დაუყოვნებლივ უნდა მისცეს საერთაშორისო ექსპერტებს დაშვების უფლება და მხარი დაუჭიროს დემილიტარიზებული ზონის შექმნას სადგურის გარშემო“, – განაცხადა მიშელმა.

შარლ მიშელის განცხადებით, ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას 2014 წლიდან.

„ჩვენ ვგმობთ ამ ომს და მოვუწოდებთ რუსეთს, დაიცვას საერთაშორისო სამართლის ნორმები. ასევე, მხარს ვუჭერთ მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს მხრიდან სამხედრო დანაშაულების გამოძიებას. ჩვენ უკვე გავზარდეთ ჩვენი მხარდაჭერა უკრაინისადმი ჰუმანიტარულ, მაკროფინანსურ, ლტოლვილთა საკითხებში და უპრეცედენტო სამხედრო დახმარებით“, – განაცხადა მიშელმა.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა