ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

ოლაფ შოლცი - გერმანია მხარს დაუჭერს უკრაინას ფინანსურად და გააგრძელებს იარაღის მიწოდებას

ნახვები: 541 ოლაფ შოლცი - გერმანია მხარს დაუჭერს უკრაინას ფინანსურად და გააგრძელებს იარაღის მიწოდებას

ოლაფ შოლცი – გერმანია მხარს დაუჭერს უკრაინას ფინანსურად და გააგრძელებს იარაღის მიწოდებას. აღნიშნულის შესახებ, გერმანიის კანცლერმა ყირიმის პლატფორმის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, „საერთაშორისო თანამეგობრობა კიდევ ერთხელ მკაფიოდ აცხადებს, რომ არასდროს აღიარებს რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიის უკანონო და იმპერიალისტურ ოკუპაციას“.

„ეს სამიტი აჩვენებს, რომ დღეს უკრაინის პარტნიორები არიან უფრო ერთიანნი, ვიდრე ოდესმე. გერმანია მტკიცედ დგას უკრაინის გვერდით და იქნება იქამდე, ვიდრე ჩვენი მხარდაჭერა დასჭირდება. ჩვენ პარტნიორებთან ერთად გავაგრძელებთ უპრეცენდენტო სანქციების მხარდაჭერას. ჩვენ მხარს დავუჭერთ უკრაინას ფინანსურად, გავაგრძელებთ იარაღის მიწოდებას. ჩვენ ავამოქმედეთ ახალი პაკეტი, რომელიც მოიცავს თანამედროვე საჰაერო თავდაცვის სისტემებს, სარაკეტო სისტემებს, ტონობით საბრძოლო მასალას, დრონების საწინააღმდეგო სისტემებს და ჯავშანტექნიკას. ჩვენი ჰოსპიტლები განაგრძობენ დაჭრილი უკრაინელების მკურნალობას, ჩვენი საზღვრები, სკოლები და შრომის ბაზარი რჩება ღია მათთვის, ვინც გამოექცა რუსეთის ტერორს. ჩვენ ვგმობთ რუსეთის მცდელობებს, ძალით მოახდინოს უკრაინის ტერიტორიების ინტეგრირება“, – განაცხადა შოლცმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა