მაკრონი საფრანგეთში არეულობებზე: ყველანი ბრაზსა და სირცხვილს განვიცდით, ძალადობას გამართლება არ აქვს
ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector

პეტრე ცისკარიშვილი - „ქართულ ოცნებას“ არ სურს, ISFED-ი ესწრებოდეს სხდომებს და აიძულებდეს, განახორციელოს რეფორმები, რაც საარჩევნო პროცესს მიიყვანს თავისუფალ არჩევნებამდე, ამის ეშინიათ

ნახვები: 538 პეტრე ცისკარიშვილი - „ქართულ ოცნებას“ არ სურს, ISFED-ი ესწრებოდეს სხდომებს და აიძულებდეს, განახორციელოს რეფორმები, რაც საარჩევნო პროცესს მიიყვანს თავისუფალ არჩევნებამდე, ამის ეშინიათ

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის პეტრე ცისკარიშვილის განცხადებით, მმართველ პარტიას ევროკავშირის რეკომენდაციებში გაწერილი რეფორების განხორციელების ეშინია, რადგან რეფორმები ემსახურება საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუციების გამყარებას.

ცისკარიშვილის განმარტებით, სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების პირობებში, „ქართული ოცნება“ დაკარგავს ხელისუფლებას. მისივე თქმით, „ქართულ ოცნებას“ არ სურს, ISFED-ი ესწრებოდეს სხდომებს, თავის ინიციატივას აყენებდეს და აიძულებდეს „ოცნებას“, განახორციელოს რეფორმები, რაც საარჩევნო პროცესს მიიყვანს თავისუფალ არჩევნებამდე.

„სინამდვილეში, რუსულ ოცნებას ეშინია ყველა იმ რეფორმის გატარების, რომელიც არის ევროკავშირის რეკომენდაციებში გაწერილი – ეს რეფორმები, ეს ცვლილებები ემსახურება საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუციების კონსოლიდაციას, გამყარებას, რაც თავისთავად ნიშნავს, რომ ამ გზაზე შემდგარი სახელმწიფო და „ქართული ოცნება“, სახელმწიფოში არსებული მმართველი გუნდი „ქართული ოცნება“ დაკარგავს ხელისუფლებას, რადგან თუ ჩატარდა სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები, მათ კონტროლ ქვეშ თუ აღარ ეყოლათ მართლმსაჯულების სისტემა, მაშინ რაღაზე იდგება მათი ძალაუფლება? – ჩვენი საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა არის პროევროპულად განწყობილი. ბოლო არჩევნებმაც დაადასტურა, რომ ოპოზიცია უფრო მეტ ხმას იღებს. თუ ამ საარჩევნო პროცესს გამოვაცლით მთავარ კომპონენტს, რომელიც არის დაშინება, მოსყიდვა, კარუსელები, გაყალბება, დიდი ფული, სუს-ის მიერ არჩევნებში მომაწილეობა, მაშინ უფრო მეტს ხმას აიღებს ოპოზიცია. ცხადია, შემდეგ პირველივე საპარლამაენტო არჩევნებზე, მორიგი იქნება ეს თუ ვადამდელი, „ქართული ოცნება“ დაკარგავს უმრავლესობას. აქედან გამომდინარე, მათ არ უნდათ, რომ გატარდეს ის რეფორმები, შესრულდეს ის 12 რეკომენდაცია, რომელიც ჩვენ ბრიუსელმა მოგვცა და დაგვიწერა. ყველანაირი ხერხით ცდილობენ, ამას გვერდი აუარონ. იციან რა ISFED-ის ცოდნა, გამოცდილება, ექსპერტიზა სამართლიანი არჩევნების ჩატარების დარგში და მათ არ უნდათ, რომ ეს ხალხი ესწრებოდეს სხდომებს, თავის ინიციატივას აყენებდეს და აიძულებდეს „ოცნებას“, იმ ტიპის რეფორმები განახორციელოს, რაც საქართველოს საარჩევნო პროცესს მიიყვანს სამართლიან და თავისუფალ არჩევნებამდე, ამისი ეშინიათ“, – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა