ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

ემანუელ მაკრონმა ფინეთისა და შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების შესახებ პროტოკოლს ხელი მოაწერა

ნახვები: 546 ემანუელ მაკრონმა ფინეთისა და შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების შესახებ პროტოკოლს ხელი მოაწერა

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ხელი მოაწერა პროტოკოლს ფინეთისა და შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების შესახებ.

როგორც გამოცემა "ლე ფიგარო" წერს, ელისეის სასახლეში განაცხადეს, რომ ფინეთისა და შვედეთის, ორი ევროპელი პარტნიორის სუვერენული არჩევანი გააძლიერებს მათ უსაფრთხოებას უშუალოდ მათ სამეზობლოში არსებული საფრთხის წინაშე და ამ ორი პარტნიორის შესაძლებლობების გათვალისწინებით, მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს კოლექტიურ პოზიციასა და ევროპულ უსაფრთხოებაში.

ჩრდილოატლანტიკურ ორგანიზაციაში გასაწევრიანებლად ფინეთსა და შვედეთს ალიანსის 30 წევრის თანხმობა სჭირდება. „ ლე ფიგაროს” ცნობით, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ უკვე ნატო-ს 20-მა ქვეყანამ მოახდინა მათი გაწევრიანების შესახებ შესაბამისი პროტოკოლის რატიფიცირება.

როგორც გამოცემა წერს, თურქეთი შვედეთისა და ფინეთის ნატო-ში გაწევრიანების პროცესის გაყინვით იმუქრება და ორივე ქვეყანას „ქურთისტანის მუშათა პარტიასთან” დაკავშირებული პირებისადმი კეთილგანწყობაში სდებს ბრალს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა