ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day
FM Sybiha: Ukraine plans to buy weapons from Poland by year-end using EUR 125M loan
Defense Forces strike Russian Irbis mobile radar station
US considering easing sanctions on shadow fleet – Reuters

ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ნინო ლომჯარია არის არა ომბუდსმენი, არამედ ანტიომბუდსმენი

ნახვები: 548 ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ნინო ლომჯარია არის არა ომბუდსმენი, არამედ ანტიომბუდსმენი

პირდაპირ ჩანს, რომ ეს ადამიანი არის არა ომბუდსმენი, არამედ ანტიომბუდსმენი, – ასე უპასუხა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს კითხვას, რომელიც სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებას ეხებოდა.

ნინო ლომჯარიამ დღეს განცხადა, რომ „გასაკვირი არაა, რომ 8 აგვისტოს წინ საქართველოს მოქალაქეებს შესაძლოა, ჰქონდეთ ნეგატიური განწყობები რუსების მიმართ, სიყვარული არ გამოხატონ, თუმცა ეს უკანონო ფორმებში არ უნდა გადაიზარდოს“.

კობახიძის შეფასებით, ნინო ლომჯარიამ წარმოუდგენელ განცხადებებს აკეთებს.

„ეს არის გაუგონარი განცხადება. როდესაც სახალხო დამცველად წოდებული ადამიანი პირდაპირ ერთვება ქსენოფობიურ კამპანიაში, ეს არის წარმოუდგენელი. პირდაპირ ჩანს, რომ ეს ადამიანი არის არა ომბუდსმენი, არამედ ანტიომბუდსმენი. დღევანდელი განცხადებით, მან ეს კიდევ დაადასტურა.

ჩვენი სახალხო დამცველის განცხადებას არ მომწონს, წარმოიდგინეთ, ადამიანს უკავია ამხელა დონის თანამდებობა და აკეთებს წარმოუდგენელ განცხადებებს და ვიღაც რიგითი რუსეთის მოქალაქე რომ ცუდად იქცევა, ეს აბსოლუტურად არ არის გასაკვირი“, – განაცხადა კობახიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა