ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

იენს სტოლტენბერგი - პუტინი უკრაინაში ომს თუ მოიგებს, შესაძლოა, შემდეგი სამიზნე რუსეთის მეზობელი ქვეყნები გახდნენ

ნახვები: 546 იენს სტოლტენბერგი - პუტინი უკრაინაში ომს თუ მოიგებს, შესაძლოა, შემდეგი სამიზნე რუსეთის მეზობელი ქვეყნები გახდნენ

პუტინი უკრაინაში ომს თუ მოიგებს, მაშინ შემდეგი სამიზნე შესაძლოა, რუსეთის მეზობელი ქვეყნები გახდნენ, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა კუნძულ უტოიაზე ახალგაზრდული ბანაკის წევრებთან შეხვედრის დროს განაცხადა.

მისივე თქმით, ნატო-ს მორალური პასუხისმგებლობაა, მხარი დაუჭირონ უკრაინას.

„ჩვენი მორალური პასუხისმგებლობაა, მხარი დავუჭიროთ უკრაინას. უკრაინა არის დამოუკიდებელი სახელმწიფო, სადაც 40 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, რომლებიც გაუმართლებელი აგრესიისა და ომის სამიზნე გახდნენ. ჩვენ ვხედავთ ომის აქტებს, თავდასხმებს სამოქალაქო პირებზე და ნგრევას, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ აღარ გვინახავს. ჩვენ გულგრილები ვერ ვიქნებით. ეს ასევე ჩვენს ინტერესებშია, რომ პრეზიდენტმა პუტინმა წარმატებას ვერ მიაღწიოს საკუთარ ამბიციებში უკრაინის მიმართ. სამყარო, სადაც პუტინი მიიღებს სასურველს სამხედრო ძალის გამოყენებით, უფრო სახიფათოა ჩვენთვის. თუ რუსეთი გაიმარჯვებს ამ ომში, პუტინი მიიღებს დასტურს, რომ ძალადობა მუშაობს. მაშინ მეზობელი ქვეყნებიც შეიძლება, გახდნენ შემდეგი სამიზნე“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

იენს სტოლტენბერგის თქმით, ნატო-ს კიდევ ერთი მიზანია, რომ უკრაინის ომი არ გაფართოვდეს.

„ნატო-ს მეორე მიზანი არის ომის გაფართოების პრევენცია. ჩვენ ამას ვაკეთებთ ორი გზით. პირველ რიგში, ჩვენ არ ვართ ამ ომში ჩართულები – ჩვენ არ შევდივართ უკრაინაში სამხედროებით. და ასევე, მკაფიოდ ვაჩვენებთ, რომ ნატო-ს სახელმწიფოზე თავდასხმას მოჰყვება პასუხი მთელი ალიანსისგან. სწორედ ამ მიზნით ვზრდით სამხედრო წარმომადგენლობას აღმოსავლეთ ფლანგზე“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა