ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day
FM Sybiha: Ukraine plans to buy weapons from Poland by year-end using EUR 125M loan
Defense Forces strike Russian Irbis mobile radar station
US considering easing sanctions on shadow fleet – Reuters

პატიმრობაში მყოფი პირი არის თუ არა ჩართული პოლიტიკაში, ეს არავითარ კავშირშია და ვერავითარ გავლენას ვერ მოახდენს პატიმრობაზე-არჩილ თალაკვაძე

ნახვები: 548 პატიმრობაში მყოფი პირი არის თუ არა ჩართული პოლიტიკაში, ეს არავითარ კავშირშია და ვერავითარ გავლენას ვერ მოახდენს პატიმრობაზე-არჩილ თალაკვაძე

პატიმრობაში მყოფი პირი არის თუ არა ჩართული პოლიტიკაში, ეს არავითარ კავშირშია და ვერავითარ გავლენას ვერ მოახდენს პატიმრობაზე. გუშინ ნიკა მელიამ პირდაპირ თქვა, რომ ეს განცხადება არის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების სტრატეგია. გამოდის, რომ ეს განცხადება არის არა სიმართლე, არამედ სტრატეგია, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, სააკაშვილი პოლიტიკაში იქნება თუ არა ჩართული, ეს საქართველოს კანონმდებლობას ვერ შეცვლის.

„მიხეილ სააკაშვილი უკვე არის შემაფერხებელი ფაქტორი არა მხოლოდ ახალი პოლიტიკური პარტიებისთვის, რომელთაც ის პოლიტიკურად აშანტაჟებდა, თუნდაც გავიხსენოთ შვიდთვიანი საპარლამენტო ბოიკოტის პროცესი, არამედ საკუთარი პარტიისთვისაც, სადაც ის მცდელობები იყო, რომ პოლიტიკა განახლებულიყო, მაგრამ სააკაშვილის გამო პარტია ვერ ახერხებდა განახლებას და ახალი დღის წესრიგის ჩამოყალიბებას. როგორც ჩანს, დღეს ეს დისკუსია ისევ აქტუალურია და ამაზე დისკუსია „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით აქტიურად მიმდინარეობს. ეს არის სტრატეგია თუ ტაქტიკა, რაც ადვოკატებმა თქვეს, ეს არის ამის გამოძახილი. სააკაშვილი პოლიტიკაში იქნება თუ არა ჩართული, ეს საქართველოს კანონმდებლობას ვერ შეცვლის და პასუხს აგებს კანონმდებლობით დადგენილი წესით, არა იმ წესით, პოლიტიკიდან დისტანცირებას როდის გადაწყვეტს. რა პოლიტიკური დღის წესრიგიც არ უნდა ჰქონდეს სხვადასხვა პარტიას და რა პოლიტიკური ხედვაც არ უნდა იყოს პიროვნულ დონეზე, მთავარია, კანონის უზენაესობის პრინციპი და აქედან ნებისმიერი გადახვევა ვერ მოემსახურება პოლარიზაციის შემცირებას, რადგან ვნახეთ, თუ როგორ გამოიყენა რადიკალურმა ოპოზიციურმა ბანაკმა გადაწყვეტილებები. მათ პოლარიზაცია პირიქით გაზარდეს“, – განაცხადა თალაკვაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა