ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day
FM Sybiha: Ukraine plans to buy weapons from Poland by year-end using EUR 125M loan
Defense Forces strike Russian Irbis mobile radar station
US considering easing sanctions on shadow fleet – Reuters

სანქციების დაკისრებასა და სხვის ფულზე ყველაზე დიდი დრო, ენერგია დახარჯა და დღემდე ხარჯავს 308 ევროპარლამენტარი-ირაკლი კობახიძე

ნახვები: 548 სანქციების დაკისრებასა და სხვის ფულზე ყველაზე დიდი დრო, ენერგია დახარჯა და დღემდე ხარჯავს 308 ევროპარლამენტარი-ირაკლი კობახიძე

მნიშვნელოვანია, ყველა, ვინც არის დაინტერსებული ჩვენი ქვეყნის სწორად განვითარებით, გაემიჯნოს ორკესტრირებულ შტურმსა და შესაბამის განცხადებებს, ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა ქართული საზოგადოებისთვის ამაზე ელჩის პოზიციის მოსმენა, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ჟურნალისტმა კობახიძეს საქართველოში აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის განცხადების შეფასება სთხოვეს, სადაც ელჩი აცხადებს: „ცოტა დამაბნეველია, რამდენ დროსა და ენერგიას ხარჯავს ზოგიერთი სანქციების ან სხვის ფულთან დაკავშირებული საკითხების განხილვაზე, იმის ნაცვლად, რომ კონცენტრირებული იყოს ევროკავშირის წევრობის მკაფიო გზამკვლევზე“.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, ამაზე დრო და ენერგია დახარჯა 300-ზე მეტმა ევროპარლამენტარმა.

„ძალიან საინტერესო მესიჯია და გეტყვით შემდეგს, ამაზე დრო და ენერგია დახარჯა და დღემდე ხარჯავს შეგახსენებთ ვინ – ეს არის 300-ზე მეტი ევროპარლამენტარი, რომელიც სხვის ფულზე ხარჯავდა დროს და ენერგიას. რეზოლუცია მიუძღვნეს ამ თემას, ესენი არიან ასევე ენჯეოები, ესენი არიან რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები და აშ. საკმაოდ დიდია ამ პირთა ჩამონათვალი, იმ პირთა, რომლებიც სხვის ფულზე ხარჯავენ დროს და ენერგიას, ასეთ დროს, ბუნებრივია, ჩვენც გვიწევს ამ თემაზე პასუხების გაცემა, საკუთარი პოზიციის დაფიქსირება. აქედან გამომდინარე, მე მგონია, ამ მესიჯის ადრესატი არის სინამდვილეში სწორედ ეს 308 ევროპარლამენტარი, ყოველ შემთხვევაში ამის იმედი მაქვს. როდესაც ასეთი განცხადებები კეთდება და ყველას ესმის ამ განცხადებების და ამ ორკესტრირებული შტურმის პოლიტიკური დატვირთვა, ასეთ დროს მნიშვნელოვანია, ყველა, ვინც არის დაინტერესებული ჩვენი ქვეყნის სწორად განვითარებით, გაემიჯნოს შესაბამის ორკესტრირებულ შტურმს, შესაბამის განცხადებებს და ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა ქართული საზოგადოებისთვის ამაზე ელჩის პოზიციის მოსმენა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა