ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

დარწმუნებული ვარ, საზოგადოებამ ივანიშვილის წერილით საკმარისი გაიგო, ქალბატონი ელჩი პირდაპირ პასუხს გაექცა, ჩვენ სწორედ ეს გვაინტერესებდა-მიხეილ ყაველაშვილი

ნახვები: 539 დარწმუნებული ვარ, საზოგადოებამ ივანიშვილის წერილით საკმარისი გაიგო, ქალბატონი ელჩი პირდაპირ პასუხს გაექცა, ჩვენ სწორედ ეს გვაინტერესებდა-მიხეილ ყაველაშვილი

დარწმუნებული ვარ, საზოგადოებამ ამ წერილით საკმარისი გაიგო. ქალბატონი ელჩი პირდაპირ პასუხს გაექცა. ჩვენ სწორედ ეს გვაინტერესებდა, როცა იყო ინფორმაციები, რომ კულუარებში ხდებოდა რაღაც შეხვედრები, მოთხოვნები, საქართველოს ჩართვა საომარ მოქმედებებში და საომარი ფრონტის გახსნა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის წევრმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.

ყაველაშვილი გამოეხმაურა პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის დღეს გავრცელებულ განცხადებას, კერძოდ, იმ ნაწილს, სადაც ივანიშვილი ამბობს: „შეხვედრა აშშ-ის ელჩის თხოვნით 21 მარტს ნამდვილად შედგა, ის დაახლოებით სამ საათს გაგრძელდა“.

„ამ წერილის შინაარსიც და ბოლო ფრაზაც, რომელიც ეხებოდა კელი დეგნანთან შეხვედრას, თარიღიც იყო მოყვანილი, უბრალოდ გასაგებია, რაზე იქნებოდა საუბარი. ჩემთვის ეს უკვე საიდუმლოს არ წარმოადგენს და დარწმუნებული ვარ, საზოგადოებაც ადეკვატურად შეხვდებოდა ამ პასუხს. ჩვენ რაზეც გვქონდა მინიშნებები, საუბრები, ლოგიკური ჯაჭვი, რაზეც ღიად დავიწყეთ საუბარი ამ არსებულ რეალობასთან დაკავშირებით – თემა იყო საშიშროება, რომელიც არ გაჩერებულა.

აღვნიშნავ ჩვენი ურთიერთობების პატივისცემას იმ საქმეების მიმართ, რასაც ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი საქართველოსთვის ახორციელებს, თუმცა ამავე დროს, ფაქტებმა, რომლებიც ჩვენ წინ გადაიშალა, ლოგიკური ჯაჭვის განვითარება ჰპოვა და აქედან გამომდინარე, სჯობს პირდაპირ მოხდეს საუბარი. შეიძლება, გლობალურ კონტექსტში, ვინმესთან დაპირისპირების, უკრაინის მხარდაჭერის კონტექსტში ვიღაც ფიქრობდეს, რომ ზიანს მიაყენებდა საქართველო რუსეთს, თუ ჩაერთვებოდა ომში და შეიძლება, მართლაც ზიანი მიაყენო, მაგრამ რის ფასად, ამას ხომ ვიცით, რომ გამოუსწორებელი ზიანი მოჰყვება.

დარწმუნებული ვარ, საზოგადოებამ ამ წერილით საკმარისი გაიგო. შეხვედრის შინაარსი ჩემთვის ნათელია. კითხვა ეხებოდა კელი დეგნანს როცა დავუსვი, ომის შემდეგ იყო თუ არა შეხვედრა. სიმართლე ვთქვათ, ქალბატონი ელჩი პირდაპირ პასუხს გაექცა, ჩვენ სწორედ ეს გვაინტერესებდა, როცა იყო ინფორმაციები, რომ კულუარებში ხდებოდა რაღაც შეხვედრები, მოთხოვნები, საქართველოს ჩართვა საომარ მოქმედებებში და საომარი ფრონტის გახსნა. ეს ლოგიკური ჯაჭვი შეკრულია. ხომ ვიცით, რა დამოკიდებულება იყო და როგორი ზეწოლა მიმდინარეობდა საქართველოს ხელისუფლებაზე.

კელი დეგნანი იმ შუაშია, რომ ადამიანებს, რომლებსაც ის მხარდაჭერას უცხადებს, საქართველოს ომში ჩართვა უნდოდათ. ლოგიკურ ჯაჭვს სად ვხედავ, იცით? ეს რომ ვერ განახორციელეს. საქართველოს ხელისუფლების მიმართ დაიწყო პროცესი, რომ როგორმე რევოლუციური სცენარი განვითარებულიყო და ამ დაძაბულობის ფონზე მომხდარიყო ხელისუფლების ცვლილება.

კელი დეგნანს ჰკითხეთ, რა მოითხოვა. ჩემი ვარაუდი წერილშიც მაქვს აღნიშნული. არსებობდა ეჭვი და ეს ეჭვებიც მიდის იმ ლოგიკურ დასკვნამდე, რომ ეს რა თქმა უნდა, კავშირშია იმასთან, რომ ხელისუფლებაზე რაც ხორციელდებოდა, ალბათ იგივე მოთხოვნა განხორციელდა ბიძინა ივანიშვილზე.

ჩვენი გამოსვლა და „ოცნებიდან“ გამიჯვნა, საუბარი იმიტომ არის, რომ არ დასრულებულა ეს თემა. ეს ხომ ჩემი პირადი ახირება არ არის, ხომ გქონდათ კითხვა, შეხვდა თუ არ შეხვდა. არ გიჩნდებათ კითხვა, რაზე შეიძლებოდა, ესაუბრათ ბიძინა ივანიშვილს და კელი დეგნანს? ჩემთვის გასაგებია, რაზეც იქნებოდა საუბარი – რაზეც ვავითარებ ამ ლოგიკურ ჯაჭვს, რომ საქართველო უნდა ჩართულიყო, მეორე ფრონტი გაეხსნა და ამაზე იყო ზეწოლა ხელისუფლებაზე. რადგან ხელისუფლებაზე ვერ მოხდა ამ ზეწოლის განვითარება, ალბათ საჭიროდ ჩათვალეს, რომ ვინაიდან ამ პარტიის დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილია, შეიძლება, გავლენა აქვს ხელისუფლებაზე, იქნებ, ამ ადამიანის საშუალებით მოვახერხოთ ამ ზეწოლის განხორციელება“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა