ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

გერმანიის საელჩოს ინფორმაციით, გერმანიის ბუნდესთაგის ვიცე-პრეზიდენტი 18 ივლისს საქართველოში ჩამოვა

ნახვები: 547 გერმანიის საელჩოს ინფორმაციით, გერმანიის ბუნდესთაგის ვიცე-პრეზიდენტი 18 ივლისს საქართველოში ჩამოვა

საქართველოში გერმანიის საელჩოს ინფორმაციით, გერმანიის ბუნდესთაგის ვიცე-პრეზიდენტი კატრინ გიორინგ-ეკარდტი 18 ივლისს საქართველოში ჩამოვა.

როგორც საელჩოს ინფორმაციაშია ნათქვამი, გერმანია მხარს უჭერს საქართველოს ძალისხმევას ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივის რეალიზებაში.

მათივე ცნობით, ვიცე-პრეზიდენტს სურს, ხელი შეუწყოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად აუცილებელი ვალდებულებების დროულად შესრულებას.

„უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის გამო გერმანიის ბუნდესთაგის ვიცე-პრეზიდენტი კატრინ გიორინგ-ეკარდტი 2022 წლის 18 ივლისს საქართველოს ეწვევა. ქალბატონი გიორინგ-ეკარდტი გაეცნობა ომის შედეგებს და საქართველოს სამომავლო პერსპექტივებს. ვიცე-პრეზიდენტს სურს, ხელი შეუწყოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად აუცილებელი ვალდებულებების დროულად შესრულებას. გერმანია მხარს უჭერს საქართველოს ძალისხმევას ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივის რეალიზებაში. ვიცე-პრეზიდენტი თბილისში მოლაპარაკებებს გამართავს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, ბატონ შალვა პაპუაშვილთან და საქართველოს პრეზიდენტთან, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილთან. გარდა ამისა, ქალბატონი გიორინგ-ეკარდტი 2022 წლის 19 ივლისს მონაწილეობას მიიღებს ჰაინრიხ ბიოლის ფონდის მიერ ორგანიზებულ საჯარო დისკუსიაში თემაზე „კულტურა – დემოკრატია – ევროპა: რესურსი და მანათობელი ვარსკვლავი საქართველოსთვის?“. 2022 წლის 20 ივლისს კატრინ გიორინგ-ეკარდტი სომხეთში გაემგზავრება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა