პროკურატურა ბურჭულაძესა და მხეიძესთან საპროცესო შეთანხმებას აფორმებს — საქმე ღარიბაშვილისთვის 750 ათასი ლარის ქრთამის გადაცემას ეხება
უნგრეთმა 10 რუსი დიპლომატი გააძევა — მოსკოვი „მკაცრი და მტკივნეული“ პასუხით იმუქრება
ფარცხალაძე: რუსეთში მოხალისეთა ქვედანაყოფი „გეორგიევსკი“ ჩამოვაყალიბეთ — უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მხარეს ვიბრძოლებ
ღარიბაშვილი ხელისუფლებას: „ზურგში დანა თქვენ ჩამარტყით — ეს სამართლებრივი პროცესი კი არა, პოლიტიკური დევნაა“
გვარამია: „40 მილიონი“ შეთხზული ტყუილია — ენმ და „გირჩი“ ჩვენს წინააღმდეგ კოორდინირებულ კამპანიას აწარმოებენ
თბილისში ტრამვაის ხაზის პროექტირება-მშენებლობის ხელშეკრულება გაფორმდა — პროექტის ღირებულება 287.6 მლნ ლარია
კობახიძე ღარიბაშვილის წერილზე: სასაცილოცაა და ტრაგიკულიც — ყოფილი პრემიერი „შავ-ბნელი გაზეთის ბლოგერის დონეზე“ დავიდა
„გირჩი“ სახელს იცვლის და „თავისუფალი ხალხის პარტია“ ხდება

ტრამპი ადასტურებს, რომ თურქეთიდან დაბრუნებისას უსაფრთხოების მიზნით ფარულად შეცვალა თვითმფრინავი

ნახვები: 322 ტრამპი ადასტურებს, რომ თურქეთიდან დაბრუნებისას უსაფრთხოების მიზნით ფარულად შეცვალა თვითმფრინავი

 

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაადასტურა, რომ გასულ თვეში, თურქეთში ნატო-ს სამიტის დასრულების შემდეგ, უსაფრთხოების მიზნით ფარულად შეიცვალა თვითმფრინავი.

„საიდუმლო სამსახურისა და სამხედროების მითითებებს ვემორჩილები. მათ სურდათ, რომ სხვა რეისით, სხვა თვითმფრინავით გავმგზავრებულიყავი. უბრალოდ, უნდა გავაკეთო ის, რასაც ისინი მეუბნებიან“, – განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს.

მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თურქეთიდან გამგზავრებისას განხორციელდა უსაფრთხოების განსაკუთრებული ოპერაცია, რომელიც, გავრცელებული ცნობებით, ირანის მხრიდან შესაძლო თავდასხმის საფრთხეს უკავშირდებოდა.

The Washington Post-ის ინფორმაციით, ტრამპი თავდაპირველად ანკარაში კამერების წინ Air Force One-ში ავიდა, თუმცა რამდენიმე წუთში ბორტი ფარულად დატოვა. გამოცემის ცნობით, ის აეროპორტის კვების მომსახურების სატვირთო მანქანის მეშვეობით გადაიყვანეს აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების C-32A ტიპის თვითმფრინავში, რომლითაც გაერთიანებულ სამეფოში გაფრინდა.

მედიის ინფორმაციით, ოპერაცია შენიღბვის მიზნით დაიგეგმა. CBS News-ის ცნობით, აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა დააფიქსირეს სარწმუნო საფრთხე, რომ ირანს პრეზიდენტის თვითმფრინავის მიმართულებით რაკეტის გაშვება შეეძლო.

The Washington Post ასევე წერს, რომ C-32A გაერთიანებულ სამეფოში დაახლოებით 22:20 საათზე დაეშვა, ხოლო Air Force One, რომელშიც მედიის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ, რამდენიმე წუთის შემდეგ ჩავიდა. გამოცემის ცნობით, უცნობია, როგორ დააბრუნეს ტრამპი მოგვიანებით კვლავ Air Force One-ზე.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა