ზელენსკიმ მიხაილო ფედოროვს ახალი თანამდებობა შესთავაზა
22.07.2026
ნახვები: 212
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ თავდაცვის ყოფილ მინისტრს, მიხაილო ფედოროვს, სახელმწიფო ტექნოლოგიური შესაძლებლობების გაერთიანებისა და მათი შემდგომი განვითარების მიზნით ახალი თანამდებობა შესთავაზა. ამის შესახებ პრეზიდენტმა საღამოს ვიდეომიმართვაში განაცხადა.
„დღეს მიხაილო ფედოროვსაც შევხვდი. მას ღირსეული ხელმძღვანელი თანამდებობა შევთავაზე, რომელიც საშუალებას მისცემს ჩვენი ქვეყნის ტექნოლოგიური შესაძლებლობები გააერთიანოს და მათი შემდგომი განვითარება უზრუნველყოს“, – განაცხადა ზელენსკიმ.
პრეზიდენტის თქმით, თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, ევგენი ხმარას, უსაფრთხოების სფეროში გამოცდილება, ასევე „ალფას“ ქვედანაყოფის საბრძოლო შედეგები, ტექნოლოგიური მიღწევები და შორ მანძილზე განხორციელებული ოპერაციები ადასტურებს, რომ სწორედ ასეთი გამოცდილებაა საჭირო სახელმწიფო ინსტიტუტების სისტემაში.
„ჩვენ ყველას ერთი მიზანი გვაქვს – დავამარცხოთ მტერი და როგორც ფრონტზე, ისე რუსეთზე ზეწოლის გზით შევქმნათ ისეთი პირობები, რომლებიც რუსეთს მშვიდობაზე დათანხმებას აიძულებს“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
შეგახსენებთ, მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მთავარსარდალი გახდება.