აშშ-ის გენერალი: უკრაინულმა F-16-მა რუსული ავიაგამანადგურებელი პირველად ჩამოაგდო
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,330 over past day
უკრაინის ახალი მთავარსარდალი: დაკისრებულ მოვალეობას სრული პასუხისმგებლობითა და ქვეყნის დამცველებისადმი პატივისცემით შევასრულებ
'White Angel' police evacuation units rescued over 38,000 people since start of full-scale war
Drapatyi: Serving Ukraine during war for independence means absolute responsibility
ზელენსკიმ მიხაილო ფედოროვს ახალი თანამდებობა შესთავაზა
Zelensky offers Fedorov new leadership position
SSU detains three traitors who registered Starlink terminals for Russians

უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მთავარსარდალი მიხაილ დრაპატი გახდება

22.07.2026 ნახვები: 209

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობას ალექსანდრ სირსკი დატოვებს, ხოლო მის ნაცვლად მიხაილო დრაპატი დაინიშნება.

ზელენსკის თქმით, გადაწყვეტილება უკრაინის სამხედრო მართვის სისტემის განახლებისა და გენერალური შტაბის რეფორმის ფარგლებში მიიღეს.

„გადავწყვიტე, რომ მიხაილო დრაპატი უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მთავარსარდალი გახდება. მიხაილოსთან, ევგენ ხმარასთან და პავლო პალისასთან ერთად განვსაზღვრეთ, როგორ უნდა განახლდეს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სტრუქტურა“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ამასთან, პრეზიდენტმა ალექსანდრ სირსკის გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.

„ალექსანდრ სირსკიმ უზრუნველყო უკრაინის წარმატება კიევის დაცვაში, ხარკოვის შეტევით ოპერაციასა და კურსკის შეტევაში. მნიშვნელოვანი გზა გავიარეთ და უკრაინის თავდაცვა გრძელდება. მადლობელი ვარ ალექსანდრ სირსკის და ყველა ჩვენი ჯარისკაცის ფრონტზე უკრაინის ძლიერი პოზიციებისთვის“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

მისივე განცხადებით, ახალი სამხედრო ხელმძღვანელობის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა იქნება შორ მანძილზე დარტყმების გეგმის შესრულება, გენერალური შტაბის რეფორმის გაგრძელება, თავდაცვის განახლებული სტრატეგიის მომზადება, ქვეყნის საჰაერო თავდაცვის გაძლიერება და მობილიზაციის სისტემის გაუმჯობესება.

ცნობისთვის, 16-21 ივლისს კიევსა და უკრაინის სხვა ქალაქებში საპროტესტო აქციები გაიმართა, სადაც მოქალაქეები თავდაცვის მინისტრის, მიხაილო ფედოროვის, დაბრუნებასა და მთავარსარდლის, ალექსანდრ სირსკის, გადადგომას მოითხოვდნენ. მოგვიანებით ზელენსკიმ განაცხადა, რომ ფედოროვსა და სირსკის შორის ეფექტიანი თანამშრომლობა ვერ შედგა, ხოლო არმიის მართვასა და მობილიზაციის პროცესში არსებული პრობლემები გადაუჭრელი დარჩა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა