გარემოს ეროვნული სააგენტო: 14-16 ივლისს საქართველოში წვიმა, ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერებაა მოსალოდნელი
13.07.2026
ნახვები: 171
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 14-16 ივლისს საქართველოში მაღალი ტემპერატურის ფონზე დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი იქნება. სინოპტიკოსების პროგნოზით, ქვეყნის მასშტაბით მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ელჭექი, ზოგან სეტყვა და ქარის გაძლიერება.
თბილისში საღამოს საათებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით და ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +31-დან +33 გრადუსამდე იქნება.
დასავლეთ საქართველოში, მათ შორის სანაპირო ზოლსა და დაბლობ რაიონებში, მოსალოდნელია დროგამოშვებითი ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ჰაერის ტემპერატურა სანაპიროზე +27, +29 გრადუსი, ხოლო დაბლობში +28, +30 გრადუსი იქნება.
დასავლეთ საქართველოს მთიან და მაღალმთიან რეგიონებში ასევე იწვიმებს. დღისით ჰაერი მთიან რაიონებში +26, +28, ხოლო მაღალმთიან ზონაში +25, +27 გრადუსამდე გათბება.
ქართლსა და კახეთში სინოპტიკოსები ადგილობრივად ხანმოკლე წვიმას, ელჭექს, სეტყვასა და ქარის გაძლიერებას პროგნოზირებენ. ჰაერის ტემპერატურა დღისით +32, +34 გრადუსი იქნება.
აღმოსავლეთ საქართველოს მთიან და მაღალმთიან რაიონებშიც მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ელჭექი, ადგილობრივად სეტყვა და ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა მთიან ზონაში +27, +29, ხოლო მაღალმთიან რეგიონებში +22, +24 გრადუსს მიაღწევს.