გამოიცა გეგე დადიანის ახალი რომანი - „ის აქ არის - ანგელოზის კაშკაშა ღამე“ - წიგნი სიყვარულის უფლებაზე
ილჰამ ალიევი: რუსეთ-უკრაინის ომი დაუყოვნებლივ უნდა დასრულდეს – უკრაინელებს ვურჩევ არასდროს შევეგუოთ ოკუპაციას
„ტავ ჯორჯია“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 150 მილიონ დოლარს დააბანდებს – გამტარუნარიანობა 10 მილიონ მგზავრამდე გაიზრდება
Russian army loses another 1,600 troops and four air defense systems in war against Ukraine over past 24 hours
Defense Forces showcase new strikes on Russian military equipment as part of “Logistical Lockdown”
Zelensky to attend Anti-Ballistic Missile Coalition, Coalition of Willing meetings in Paris
Trump reacts to Senator Graham’s death: 'One of the greatest people I knew'
US strikes more than 100 targets in Iran

ილჰამ ალიევი: რუსეთ-უკრაინის ომი დაუყოვნებლივ უნდა დასრულდეს – უკრაინელებს ვურჩევ არასდროს შევეგუოთ ოკუპაციას

13.07.2026 ნახვები: 194

 

რუსეთსა და უკრაინას შორის ომი დაუყოვნებლივ უნდა დასრულდეს, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევი შუშას მე-4 გლობალურ მედიაფორუმზე განაცხადა.

ალიევის თქმით, ომის შეწყვეტა როგორც აზერბაიჯანის ოფიციალური, ისე მისი პირადი პოზიციაა.

„მიმაჩნია, ყველას დიდი ხნის წინ უნდა გაეცნობიერებინა, რომ ეს ომი უნდა შეწყდეს და ის დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს. ეს არის აზერბაიჯანის პოზიცია. ეს არის ჩემი პირადი პოზიცია. ასევე ჩემი, როგორც იმ ქვეყნის ლიდერის, პოზიცია, რომლის მიწებიც ოკუპირებული იყო და შემდეგ ამ ოკუპაციისგან გაათავისუფლეს“, – განაცხადა ალიევმა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა უკრაინელ ხალხსაც მიმართა და განაცხადა, რომ ოკუპაციას არასდროს უნდა შეეგუონ.

„არ ვფიქრობ, რომ უკრაინელ ხალხს ან უკრაინის ხელმძღვანელობას ჩემი რჩევა სჭირდება. თუმცა, დღესაც იგივე რეკომენდაციას გავიმეორებდი: არასდროს შეეგუოთ ოკუპაციას. სწორედ ამას აკეთებს უკრაინა. არც უკრაინელი ხალხი და არც მისი ხელმძღვანელობა ამაზე არ დათანხმდა“, – აღნიშნა ალიევმა.

მისივე თქმით, აზერბაიჯანი უცვლელად უჭერს მხარს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს.

„ჩვენ ყოველთვის ვუჭერდით მხარს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს და მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებს და ამას გავაგრძელებთ. არცერთი ქვეყნის საზღვრები არ შეიძლება შეიცვალოს ძალის გამოყენებით ან მისი ხალხის თანხმობის გარეშე“, – განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.

ამასთან, ალიევმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანი მზად არის უკრაინელ ხალხს შესაძლებლობის ფარგლებში დახმარება გაუწიოს.

რუსეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობებზე საუბრისას მან განაცხადა, რომ ქვეყნებს შორის ურთიერთობები სრულად ნორმალიზდა.

„მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ რუსეთთან ურთიერთობებს. დიახ, იყო გარკვეული სირთულეები, თუმცა ეს ეტაპი უკვე წარსულს ჩაბარდა. ვიტყოდი, რომ ურთიერთობები სრულად ნორმალიზდა“, – განაცხადა ილჰამ ალიევმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა