„ტავ ჯორჯია“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 150 მილიონ დოლარს დააბანდებს – გამტარუნარიანობა 10 მილიონ მგზავრამდე გაიზრდება
Russian army loses another 1,600 troops and four air defense systems in war against Ukraine over past 24 hours
Defense Forces showcase new strikes on Russian military equipment as part of “Logistical Lockdown”
Zelensky to attend Anti-Ballistic Missile Coalition, Coalition of Willing meetings in Paris
Trump reacts to Senator Graham’s death: 'One of the greatest people I knew'
US strikes more than 100 targets in Iran
Blackout in Dzhankoi district of Crimea lasts for seven days
ECHR to hold hearing in September on disappearance of children from Crimean care institutions in 2014

კაია კალასი: საქართველოს მთავრობის მხარდაჭერა არ გვსურს, ჩვენი მიზანი ქართველი ხალხის მხარდაჭერაა

13.07.2026 ნახვები: 194

 

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასი განაცხადა, რომ ევროკავშირს საქართველოს მთავრობის მხარდაჭერა არ სურს და მისი მთავარი მიზანი ქართველი ხალხის მხარდაჭერაა.

ბრიუსელში, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე, საქართველოს შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ კალასმა აღნიშნა, რომ ევროკავშირში მიმდინარეობს მსჯელობა, თუ როგორ შეიძლება ეს ისე გაკეთდეს, რომ ქართველმა ხალხმა ევროპის იმედი არ დაკარგოს.

„შავი ზღვის სტრატეგია, რომელიც ჯერ კიდევ გასული წლიდან გვაქვს შემუშავებული, ახლა უკვე განხორციელების ფაზაშია. შავი ზღვის რეგიონის ქვეყნები, რა თქმა უნდა, ამ სტრატეგიის მნიშვნელოვანი ნაწილია. თუმცა საქართველოსთან დაკავშირებით გარკვეული სირთულეები გვაქვს, რადგან რეალურად არ გვაქვს ურთიერთობა მთავრობასთან. ჩვენ არ გვსურს საქართველოს მთავრობის მხარდაჭერა, ჩვენ გვინდა, მხარი დავუჭიროთ ქართველ ხალხს. ასევე ვიმსჯელეთ, როგორ შეგვიძლია ეს საუკეთესოდ გავაკეთოთ, რათა ხალხმა ევროპის იმედი არ დაკარგოს“, – განაცხადა კაია კალასმა.

ცნობისთვის, დღეს ბრიუსელში ევროკავშირის საბჭოს სხდომაზე უკრაინასა და ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარების პარალელურად, განიხილება ევროკავშირის სტრატეგიული მიდგომა შავი ზღვის რეგიონის მიმართ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა