„ტავ ჯორჯია“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 150 მილიონ დოლარს დააბანდებს – გამტარუნარიანობა 10 მილიონ მგზავრამდე გაიზრდება
Russian army loses another 1,600 troops and four air defense systems in war against Ukraine over past 24 hours
Defense Forces showcase new strikes on Russian military equipment as part of “Logistical Lockdown”
Zelensky to attend Anti-Ballistic Missile Coalition, Coalition of Willing meetings in Paris
Trump reacts to Senator Graham’s death: 'One of the greatest people I knew'
US strikes more than 100 targets in Iran
Blackout in Dzhankoi district of Crimea lasts for seven days
ECHR to hold hearing in September on disappearance of children from Crimean care institutions in 2014

ზელენსკი: უკრაინა პოლიტიკურ სტრატეგიას ცვლის – მთავრობასა და ძალოვან უწყებებში საკადრო ცვლილებები იწყება

13.07.2026 ნახვები: 192

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკი განაცხადა, რომ ქვეყანა პოლიტიკურ სტრატეგიას ცვლის, რის უზრუნველსაყოფადაც მთავრობასა და სამართალდამცავ უწყებებში მასშტაბური საკადრო ცვლილებები განხორციელდება.

ზელენსკის თქმით, ცვლილებები პრემიერ-მინისტრ იულია სვირიდენკოსთან განიხილა და მას უკრაინის ერთ-ერთ მთავარ პარტნიორთან ურთიერთობების ახალი და მნიშვნელოვანი მიმართულების ხელმძღვანელობა შესთავაზა.

„დეტალები უკრაინის პრემიერ-მინისტრ იულია სვირიდენკოსთან განვიხილეთ. დავადგინეთ, რომ ეს ცვლილებები მინისტრთა კაბინეტის განახლებას მოითხოვს. მადლობელი ვარ იულიასი პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე მისი მკაფიო, სტაბილური და ეფექტური მუშაობისთვის, უკრაინის გუნდში მრავალწლიანი პროდუქტიული სამსახურისთვის და შევთავაზე მას შესაძლებლობა, უხელმძღვანელოს ურთიერთობების ახალ და მნიშვნელოვან სფეროს მთავარ პარტნიორთან. ველოდები, რომ პარლამენტის წევრებთან ერთად შესაბამის ცვლილებებს განვახორციელებთ უკრაინის მთავრობაში. ცვლილებები ასევე იქნება სამართალდამცავი ორგანოების ხელმძღვანელებში“, – განაცხადა ზელენსკიმ.

პრეზიდენტის განმარტებით, საგარეო პოლიტიკის თითოეულ პრიორიტეტულ მიმართულებაზე პასუხისმგებელი კონკრეტული პირი იქნება, რომელსაც შესაბამისი გამოცდილება აქვს. მისივე თქმით, მთავარ პრიორიტეტებს შორისაა შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობა, მათ შორის Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების წარმოების ლიცენზიები, ევროპული ანტიბალისტიკური პროექტი, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი, პოლონეთსა და უნგრეთთან ურთიერთობების გაღრმავება, ახლო აღმოსავლეთისა და სპარსეთის ყურის ქვეყნებთან თანამშრომლობა, ასევე ჩინეთთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობა.

ზელენსკის განცხადებით, ცვლილებები შეეხება ქვეყნის შიდა პოლიტიკასაც. მისი თქმით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ფრონტისა და სასაზღვრო რეგიონების გაძლიერებას, უკრაინის არმიისთვის იარაღისა და ყველა ტიპის დრონის მიწოდების გაზრდას, ზამთრისთვის მზადებას, სახელმწიფო კომპანიების რეფორმირებასა და უკრაინის აღდგენის შესახებ პარტნიორებთან მიღწეული შეთანხმებების სწრაფ განხორციელებას.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა