„ტავ ჯორჯია“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 150 მილიონ დოლარს დააბანდებს – გამტარუნარიანობა 10 მილიონ მგზავრამდე გაიზრდება
Russian army loses another 1,600 troops and four air defense systems in war against Ukraine over past 24 hours
Defense Forces showcase new strikes on Russian military equipment as part of “Logistical Lockdown”
Zelensky to attend Anti-Ballistic Missile Coalition, Coalition of Willing meetings in Paris
Trump reacts to Senator Graham’s death: 'One of the greatest people I knew'
US strikes more than 100 targets in Iran
Blackout in Dzhankoi district of Crimea lasts for seven days
ECHR to hold hearing in September on disappearance of children from Crimean care institutions in 2014

გარემოს ეროვნული სააგენტო: შავი ზღვის წყლის ხარისხი საქართველოს სანაპიროს მთელ პერიმეტრზე ნორმის ფარგლებშია

13.07.2026 ნახვები: 187

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ამ დრომდე ჩატარებული ლაბორატორიული კვლევების მიხედვით, შავი ზღვის წყლის ხარისხი საქართველოს სანაპიროს მთელ პერიმეტრზე დადგენილ ნორმებს შეესაბამება.

სააგენტოს განმარტებით, შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგი უწყვეტ რეჟიმში, ყოველთვიურად, საქართველოს სანაპირო ზოლის 12 საკონტროლო წერტილში ტარდება.

აღებული სინჯები გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის, წყლისა და ნიადაგის ანალიზის აკრედიტებულ ლაბორატორიაში მოწმდება, რომელიც თანამედროვე, მაღალი სიზუსტის აპარატურით არის აღჭურვილი.

კვლევები მოიცავს ჰიდრობიოლოგიურ და ქიმიურ პარამეტრებს, მათ შორის 13 მძიმე მეტალს, ნავთობის ჯამურ ნახშირწყალბადებს, 16 პოლიარომატულ ნახშირწყალბადს და სხვა ფიზიკურ-ქიმიური მაჩვენებლების კონცენტრაციას.

გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებით, ჩატარებული ლაბორატორიული კვლევების შედეგებით, საქართველოს სანაპირო ზოლზე შავი ზღვის წყლის ხარისხი ნორმის ფარგლებშია.

ამასთან, სააგენტოში აცხადებენ, რომ ევროკავშირის საზღვაო სტრატეგიის ჩარჩო დირექტივის შესაბამისად, შავი ზღვის მონიტორინგის სისტემის გაუმჯობესებაზე მუშაობა აქტიურად გრძელდება.

გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ ჩატარებული კვლევების შედეგები სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე ქვეყნდება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა