CNN: აშშ-მა ირანის წინააღმდეგ დარტყმების კიდევ ერთი ტალღა განახორციელა
13.07.2026
ნახვები: 195
აშშ-მა ირანის წინააღმდეგ დარტყმების კიდევ ერთი ტალღა დაასრულა, რომლის დროსაც რამდენიმე ლოკაციაზე ათობით სამიზნეს ზუსტი საბრძოლო მასალით შეუტია. ინფორმაციას CNN-ი აშშ-ის ცენტრალურ სარდლობაზე (CENTCOM) დაყრდნობით ავრცელებს.
ცენტრალური სარდლობის განცხადებით, ოპერაციის ფარგლებში თავდაპირველად იერიში მიიტანეს ირანის საჰაერო თავდაცვის სისტემებზე, სანაპირო რადარებზე, რაკეტებსა და უპილოტო საფრენ აპარატებზე, ასევე მცირე ზომის სამხედრო კატარღებზე.
CENTCOM-ის ინფორმაციით, ოპერაციაში მონაწილეობდნენ აშშ-ის გამანადგურებლები, სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდები, საჰაერო უპილოტო საფრენი აპარატები და საზღვაო დრონები.
თავის მხრივ, ირანის სახელმწიფო მედია იუწყება, რომ აშშ-ის დარტყმები ქვეყნის ცენტრალურ და სამხრეთ პროვინციებში განხორციელდა, რის შედეგადაც, წინასწარი მონაცემებით, სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე კი დაშავდა.