ტრამპი: ვფიქრობ, ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დასრულებულია
War update: 271 clashes on front lines, mostly in Pokrovsk and Sloviansk sectors
ADF neutralizes 139 drones launched by Russia in overnight attack on Ukraine
Russia loses another 1,260 troops, 61 artillery systems in war against Ukraine over past day
Defense Forces hit 15 bridges and nine Russian air defense objects in June using middle strike systems
Budanov on strikes against targets in Crimea: Russia's logistics must be cut off
ბუდანოვი: ჩვენი მთავარი ამოცანაა ყირიმზე გამავალი რუსული სამხედრო ლოგისტიკის სრულად გადაკეტვა
Zelensky on Crimea operation: We cut off logistics, take control of peninsula's fuel and energy infrastructure

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტმა საქართველოს შესახებ ჯო უილსონის რეზოლუციის პროექტს მხარი დაუჭირა

06.07.2026 ნახვები: 282

 

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული საკითხების კომიტეტმა საქართველოს შესახებ რეზოლუციის პროექტს, სახელწოდებით „საქართველოში არჩევნების მთლიანობისა და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვა“, მხარი დაუჭირა.

რეზოლუციის მთავარი სპონსორია ამერიკელი კონგრესმენი, ჯო უილსონი.

დოკუმენტში კომიტეტი შეშფოთებას გამოთქვამს 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ ეუთო/ოდირის ანგარიშებში მნიშვნელოვანი დარღვევებია ასახული. ამასთან, რეზოლუცია ეხება 2025 წლის ადგილობრივი არჩევნების დროს საარჩევნო დარღვევების, ხმებით მანიპულირების, ამომრჩეველთა მოსყიდვის, ე.წ. „კარუსელებისა“ და ოპოზიციონერი დამკვირვებლებისთვის ხელის შეშლის შესახებ გავრცელებულ ცნობებს.

რეზოლუციის პროექტი ასევე გმობს საქართველოში მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებს, მათ შორის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს, „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებსა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში განხორციელებულ ცვლილებებს, რომლებიც, დოკუმენტის შეფასებით, ზღუდავს გაერთიანების, მედიის, გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებებს.

კომიტეტი ასევე შეშფოთებას გამოხატავს ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებისა და ინსტიტუციური ძალაუფლების კონსოლიდაციის გამო, გმობს ოპოზიციის წარმომადგენლების, ჟურნალისტებისა და მშვიდობიანი დემონსტრანტების დაკავებებს და აცხადებს, რომ დემოკრატიული კონტროლისა და ბალანსის მექანიზმების შესუსტება საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას საფრთხეს უქმნის.

რეზოლუციის პროექტით, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, გაათავისუფლოს ეროვნული და საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციების მიერ პოლიტიკურ პატიმრებად მიჩნეული პირები, გააუქმოს კანონმდებლობა, რომელიც, დოკუმენტის შეფასებით, ფუნდამენტურ თავისუფლებებს ზღუდავს, გამოიძიოს 2024 და 2025 წლების არჩევნებთან დაკავშირებული დარღვევები, გაატაროს სასამართლოსა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის დამოუკიდებლობის უზრუნველმყოფი რეფორმები და შექმნას უსაფრთხო გარემო სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის საქმიანობისთვის.

ამასთან, რეზოლუციის პროექტი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის წევრებსა და საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს, გააგრძელონ საქართველოს ხელისუფლებასთან მუშაობა დემოკრატიული ნორმების აღდგენის მიზნით, არ აღიარონ ისეთი არჩევნების შედეგები, რომლებიც სანდო საერთაშორისო და ადგილობრივი სადამკვირვებლო მისიების მიერ თავისუფალ და სამართლიან არჩევნებად არ იქნება შეფასებული, და გააგრძელონ საქართველოში ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული პროცესების მონიტორინგი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა