ურსულა ფონ დერ ლაიენი: სომხეთში არჩევნებმა კიდევ ერთხელ აჩვენა დემოკრატიის სიმტკიცე
არჩილ ჩხოტუამ საქართველოში პირველად, რეგიონსა და პოსტსაბჭოთა სივრცეშიც უპრეცედენტო თირკმლის ტრანსპლანტაცია ჩაატარა
საგარეო უწყება: ჟენევის მოლაპარაკებებზე საქართველომ რუსეთ-ცხინვალის 9 მაისის ე.წ. შეთანხმება გააპროტესტა
Zelensky: Russia launches over 70 missiles, nearly 500 drones overnight, main strike on Kyiv
Reuters: ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 2 295-ს მიაღწია
Massive strike on Kyiv: 13 killed, injuries rise to 90, people still trapped under rubble
War update: 259 clashes on frontline over past day, fiercest fighting in Pokrovsk and Sloviansk sectors
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,140 over past day

ურსულა ფონ დერ ლაიენი: სომხეთში არჩევნებმა კიდევ ერთხელ აჩვენა დემოკრატიის სიმტკიცე

02.07.2026 ნახვები: 171

 

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენი განცხადებით, სომხეთში ჩატარებულმა არჩევნებმა ქვეყნის დემოკრატიის სიმტკიცე კიდევ ერთხელ დაადასტურა.

ერევანში, სომხეთის პრემიერ-მინისტრთან, ნიკოლ ფაშინიანი, ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ სომხეთი დემოკრატიის, რეფორმებისა და ევროკავშირთან დაახლოების გზას აგრძელებს.

„სომხეთი დემოკრატიის, რეფორმების, მშვიდობისა და ევროკავშირთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობის გზაზე წინსვლას აგრძელებს. 7 ივნისს სომეხმა ხალხმა ნათლად გამოხატა თავისი არჩევანი და აირჩია დემოკრატია, კანონის უზენაესობა, რეფორმები და მშვიდობა, ასევე უპირატესობა მიანიჭა ევროკავშირთან ღია და ინკლუზიურ პარტნიორობას. ახლა ეს მისწრაფებები რეალურ შედეგებად უნდა ვაქციოთ“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

მისივე თქმით, სომხეთმა ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის პროცესში მნიშვნელოვანი პროგრესი აჩვენა.

„სომხეთი ერთადერთი პარტნიორია, რომელიც ამჟამად აქტიურ დიალოგს აწარმოებს ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის შესახებ. ეს ჩვენი პარტნიორობის დონეს აჩვენებს. ვიცით, რომ ამ პროცესის ერთგულები ხართ და შთამბეჭდავია პროგრესის ხილვა. ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანია ეს სომხეთისთვის“, – აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროკავშირი სომხეთს რუსეთის მხრიდან ეკონომიკური ზეწოლის დაძლევაშიც დაეხმარება.

„შეგიძლიათ, ჩვენი იმედი გქონდეთ. მალე სომხეთი ვაჭრობის დივერსიფიკაციისთვის 18 მილიონ ევროს მიიღებს. ასევე, ჩვენ ავტონომიური სავაჭრო ზომების შესახებ წინადადებას წარვადგენთ. ეს ევროკავშირში სომხეთიდან ექსპორტის 80%-ის ლიბერალიზაციას მოიცავს. ეს ნიშნავს, რომ ამიერიდან ევროკავშირთან სომხეთის ვაჭრობის 80% ტარიფებისგან თავისუფალი იქნება. აღნიშნული ზომების შედეგად სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის 99%-ისთვის ევროპის კარი გაიღება“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა