Reuters: ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 2 295-ს მიაღწია
02.07.2026
ნახვები: 192
ვენესუელაში ძლიერი მიწისძვრების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 2 295-მდე გაიზარდა. ამის შესახებ Reuters-ი ქვეყნის მთავრობის ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით იუწყება.
გამოცემის ინფორმაციით, 40 500-ზე მეტი ადამიანი ამ დრომდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.
ვენესუელის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტის, ხორხე როდრიგესი განცხადებით, სტიქიის შედეგად 11 000-ზე მეტი ადამიანი დაშავდა.
ამასთან, ვენესუელის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, დელსი როდრიგესი, ქვეყანაში შვიდდღიანი გლოვა გამოაცხადა.
შეგახსენებთ, ვენესუელაში ზედიზედ ორი ძლიერი მიწისძვრა მოხდა. პირველი, 7.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა კარაკასის დასავლეთით დაფიქსირდა, ხოლო მას 39 წამის შემდეგ 7.5 მაგნიტუდის კიდევ უფრო ძლიერი მიწისძვრა მოჰყვა.