არჩილ ჩხოტუამ საქართველოში პირველად, რეგიონსა და პოსტსაბჭოთა სივრცეშიც უპრეცედენტო თირკმლის ტრანსპლანტაცია ჩაატარა
საგარეო უწყება: ჟენევის მოლაპარაკებებზე საქართველომ რუსეთ-ცხინვალის 9 მაისის ე.წ. შეთანხმება გააპროტესტა
Zelensky: Russia launches over 70 missiles, nearly 500 drones overnight, main strike on Kyiv
Reuters: ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 2 295-ს მიაღწია
Massive strike on Kyiv: 13 killed, injuries rise to 90, people still trapped under rubble
War update: 259 clashes on frontline over past day, fiercest fighting in Pokrovsk and Sloviansk sectors
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,140 over past day
Russian missile and drone attack on Kyiv kills five, injures at least 34

ზელენსკი: რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 70-ზე მეტი რაკეტა და 500 დრონი გამოიყენა

02.07.2026 ნახვები: 207

 

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკი განცხადებით, რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ მორიგი მასშტაბური იერიშის დროს 70-ზე მეტი რაკეტა და 500 უპილოტო საფრენი აპარატი გამოიყენა.

ზელენსკის ინფორმაციით, თავდასხმის შემდეგ კიევში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.

„რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 70-ზე მეტი რაკეტა და 500 დრონი გამოიყენა. სამწუხაროდ, რუსეთის დარტყმების შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა და 90-ზე მეტი დაშავდა. კიევში დარტყმები 20-ზე მეტ ობიექტზე განხორციელდა, მათ შორის უმეტესობა საცხოვრებელი შენობაა. ასევე დაზიანდა სასწრაფო დახმარების ცენტრი, კვლევითი ინსტიტუტი, სასტუმრო და სხვადასხვა ბიზნესები“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელ X-ში.

მისივე თქმით, უკრაინისთვის ამ ეტაპზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდების დაჩქარება.

„განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ანტიბალისტიკური შესაძლებლობების წარმოების შესახებ შეთანხმებების განხორციელებაში პროგრესს მივაღწიოთ. ასევე, ჩვენ იმედს ვამყარებთ აშშ-ის გადაწყვეტილებაზე Patriot-ის სისტემების ლიცენზიებთან და თანამშრომლობის სხვა ფორმებთან დაკავშირებით. ეს ის ნაბიჯებია, რომელთაც ამ ომის დასრულება და მსგავსი თავდასხმების აღკვეთა შეუძლიათ“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

თავის მხრივ, კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკო განაცხადა, რომ რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა პატივსაცემად კიევში 3 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა