არჩილ ჩხოტუამ საქართველოში პირველად, რეგიონსა და პოსტსაბჭოთა სივრცეშიც უპრეცედენტო თირკმლის ტრანსპლანტაცია ჩაატარა
საგარეო უწყება: ჟენევის მოლაპარაკებებზე საქართველომ რუსეთ-ცხინვალის 9 მაისის ე.წ. შეთანხმება გააპროტესტა
Zelensky: Russia launches over 70 missiles, nearly 500 drones overnight, main strike on Kyiv
Reuters: ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 2 295-ს მიაღწია
Massive strike on Kyiv: 13 killed, injuries rise to 90, people still trapped under rubble
War update: 259 clashes on frontline over past day, fiercest fighting in Pokrovsk and Sloviansk sectors
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,140 over past day
Russian missile and drone attack on Kyiv kills five, injures at least 34

რუსეთის საგარეო უწყება: საქართველო, აფხაზეთი და ცხინვალი ძალის გამოუყენებლობის შესახებ იურიდიულად სავალდებულო შეთანხმებაზე უნდა შეთანხმდნენ

02.07.2026 ნახვები: 217

 

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ საქართველო, ოკუპირებული აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი (ე.წ. სამხრეთ ოსეთი) ძალის გამოუყენებლობის შესახებ იურიდიულად სავალდებულო შეთანხმებაზე უნდა შეთანხმდნენ.

რუსეთის საგარეო უწყების განცხადებით, აღნიშნული საკითხი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 67-ე რაუნდზე განიხილეს, რომელიც 30 ივნისს – 1 ივლისს გაიმართა.

„რუსული მხარე მოწოდებით გამოვიდა, დისკუსიების არსებული მანდატის შესაბამისად, რომ მიღებულ იქნას პრაქტიკული ზომები, რომლებიც უზრუნველყოფს აფხაზეთის რესპუბლიკისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის მტკიცე უსაფრთხოებას. საუბარია საქართველოსა და ორ სუვერენულ რესპუბლიკას შორის ძალის გამოუყენებლობის შესახებ იურიდიულად სავალდებულო შეთანხმების შემუშავების შესახებ. შეთანხმების მიღწევა მთელ რეგიონში სტაბილურობის განმტკიცებას ხელს მნიშვნელოვნად შეუწყობს“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ამასთან, რუსული მხარე აცხადებს, რომ აღნიშნული საკითხის აქტუალობა ნატო-სა და საქართველოს თანამშრომლობის გაფართოების ფონზე იზრდება.

„რუსეთის, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიერ შეთავაზებული ნაბიჯების აქტუალობა იზრდება ნატო-სა და საქართველოს შორის თანამშრომლობის გაფართოების ფონზე, მათ შორის, ამ აგრესიული ალიანსის მიერ სამხრეთ კავკასიის ქვეყნის ტერიტორიაზე სამხედრო წვრთნების ჩატარებით“, – აღნიშნულია განცხადებაში.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ასევე აკრიტიკებს საქართველოს მიერ გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე ყოველწლიურად წარდგენილ რეზოლუციას იძულებით გადაადგილებულ პირებთან დაკავშირებით.

„თბილისის მხრიდან ჰუმანიტარული დღის წესრიგის გარკვეულ საკითხებზე სპეკულაციების გაგრძელება მიუღებელია. მორიგი რაუნდის წინა დღეს კიდევ ერთხელ იქნა მიღებული უკიდურესად პოლიტიზებული გაერო-ს გენერალური ასამბლეის რეზოლუცია იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ, რომელსაც საქართველო ყოველწლიურად წარადგენს. ეს არსებული შეთანხმებების დარღვევით მოხდა, რომელთა თანახმად, ამ საკითხის განხილვა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში უნდა მოხდეს“, – აცხადებს რუსეთის საგარეო უწყება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა