შსს: არასრულწლოვნების ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს
კახა კალაძე: თბილისში საქალაქო რკინიგზის პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევისთვის საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა
გივი მიქანაძე: 2028 წლამდე ყველა სასკოლო საფეხურზე ჰუმანიტარული და ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების საგნების სახელმძღვანელოები სრულად შეიცვლება
მიხეილ სააკაშვილი – ძმები გილაურები საბანკო დანაშაულებრივი სინდიკატის კლასიკური წარმომადგენლები არიან
უკრაინის გენშტაბი: გასულ დღე-ღამეში ფრონტზე 256 საბრძოლო შეტაკება მოხდა
Ukraine war update: 256 clashes over past day, heaviest fighting on Pokrovsk, Sloviansk fronts
ADF neutralizes Kh-59 missile and 130 drones launched by Russia in overnight attack
უკრაინის გენშტაბი: რუსეთმა ომის დაწყებიდან 1,4 მილიონზე მეტი სამხედრო დაკარგა

შსს: არასრულწლოვნების ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

01.07.2026 ნახვები: 171

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, არასრულწლოვნების ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს. მათ შორის არიან როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეები.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით ტრეფიკინგის სქემა შეიმუშავეს, რომელშიც საკუთარი არასრულწლოვანი შვილები ჩართეს.

„გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულები არასრულწლოვან შვილებს ფსიქოლოგიური ძალადობის გამოყენებით ბათუმში, ტურისტულ ადგილებსა და სხვა ტერიტორიებზე მოწყალების თხოვნასა და ყვავილებით ვაჭრობას აიძულებდნენ. ასევე დგინდება, რომ შეგროვილ თანხას ბრალდებულები ისაკუთრებდნენ“, – აცხადებენ შსს-ში.

უწყების ინფორმაციით, საქმეზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამართალდამცველებმა აღნიშნული ფაქტების დამადასტურებელი არაერთი მტკიცებულება მოიპოვეს.

ამ ეტაპზე დაზარალებული არასრულწლოვნები სახელმწიფო ზრუნვის სერვისცენტრებში არიან გადაყვანილი და, შსს-ის ცნობით, მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143² მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა