შსს: არასრულწლოვნების ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს
კახა კალაძე: თბილისში საქალაქო რკინიგზის პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევისთვის საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა
გივი მიქანაძე: 2028 წლამდე ყველა სასკოლო საფეხურზე ჰუმანიტარული და ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების საგნების სახელმძღვანელოები სრულად შეიცვლება
მიხეილ სააკაშვილი – ძმები გილაურები საბანკო დანაშაულებრივი სინდიკატის კლასიკური წარმომადგენლები არიან
უკრაინის გენშტაბი: გასულ დღე-ღამეში ფრონტზე 256 საბრძოლო შეტაკება მოხდა
Ukraine war update: 256 clashes over past day, heaviest fighting on Pokrovsk, Sloviansk fronts
ADF neutralizes Kh-59 missile and 130 drones launched by Russia in overnight attack
უკრაინის გენშტაბი: რუსეთმა ომის დაწყებიდან 1,4 მილიონზე მეტი სამხედრო დაკარგა

კახა კალაძე: თბილისში საქალაქო რკინიგზის პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევისთვის საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა

01.07.2026 ნახვები: 181

თბილისის მერის, კახა კალაძე განცხადებით, თბილისის მერიისა და საქართველოს რკინიგზა თანამშრომლობით, საქალაქო რკინიგზის დერეფნის ტექნიკურ-ეკონომიკური მიზანშეწონილობის კვლევის ჩასატარებლად საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა.

დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე კალაძემ აღნიშნა, რომ ტენდერი აზიის განვითარების ბანკი-ის შესყიდვის წესების შესაბამისად მიმდინარეობს, ხოლო ინტერესთა გამოხატვის ვადა 13 ივლისს იწურება.

„თბილისის მერიის ინიციატივით, „საქართველოს რკინიგზასთან“ თანამშრომლობით, დაგეგმილია საქალაქო რკინიგზის დერეფნის ტექნიკურ-ეკონომიკური მიზანშეწონილობის კვლევის ჩატარება. პროექტის კონცეფცია თბილისის მდგრადი ურბანული მობილობის გეგმას ეფუძნება და ითვალისწინებს არსებული სარკინიგზო ინფრასტრუქტურის გამოყენებით დედაქალაქის დაკავშირებას მცხეთასთან, რუსთავთან, თბილისის საერთაშორისო აეროპორტსა და აღმოსავლეთ რაიონებთან. საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია ახალი სარკინიგზო მონაკვეთების ან შემოვლითი ხაზების მშენებლობის განხილვაც“, – განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, კვლევა განსაზღვრავს საქალაქო რკინიგზის განვითარების საუკეთესო ალტერნატივებს და მოიცავს პროექტის გარემოსდაცვით, სოციალურ და ფინანსურ შეფასებას.

„პროექტის მიზანია, კვალიფიციურმა საკონსულტაციო კომპანიამ ჩაატაროს დეტალური ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა, რომელიც თბილისის აგლომერაციაში საქალაქო რკინიგზის დერეფნის განვითარებისთვის საუკეთესო ალტერნატივებს განსაზღვრავს. შეფასდება გარემოსდაცვითი, სოციალური და ფინანსური მხარე. კონკურსში მონაწილე კომპანიებიდან საუკეთესო პრეტენდენტი შეირჩევა, რის შემდეგაც კვლევითი სამუშაოები დაიწყება. ამის შემდეგ გვექნება სრული სურათი პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით და დეტალური ინფორმაცია, თუ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას აღნიშნული მიმართულებით“, – განაცხადა თბილისის მერმა.

კახა კალაძის ინფორმაციით, პროექტი დედაქალაქის სატრანსპორტო გეგმის ნაწილია და აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება, ხოლო კვლევის პროცესს, ტექნიკურ ზედამხედველობასა და კოორდინაციას თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო უზრუნველყოფს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა