გივი მიქანაძე: 2028 წლამდე ყველა სასკოლო საფეხურზე ჰუმანიტარული და ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების საგნების სახელმძღვანელოები სრულად შეიცვლება
მიხეილ სააკაშვილი – ძმები გილაურები საბანკო დანაშაულებრივი სინდიკატის კლასიკური წარმომადგენლები არიან
უკრაინის გენშტაბი: გასულ დღე-ღამეში ფრონტზე 256 საბრძოლო შეტაკება მოხდა
Ukraine war update: 256 clashes over past day, heaviest fighting on Pokrovsk, Sloviansk fronts
ADF neutralizes Kh-59 missile and 130 drones launched by Russia in overnight attack
უკრაინის გენშტაბი: რუსეთმა ომის დაწყებიდან 1,4 მილიონზე მეტი სამხედრო დაკარგა
Russian forces lose another 1,210 troops, four air defense systems in war against Ukraine
Integration of Ukrainian asylum seekers beneficial for Canada - Canadian MP

მიხეილ სააკაშვილი – ძმები გილაურები საბანკო დანაშაულებრივი სინდიკატის კლასიკური წარმომადგენლები არიან

01.07.2026 ნახვები: 180

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილი განცხადებით, გილაურების პოლიტიკაში შემოსვლა „ძალიან მძიმე შეცდომა“ იყო, ხოლო ძმები გილაურები „საბანკო დანაშაულებრივი სინდიკატის კლასიკური წარმომადგენლები“ არიან.

ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში, გადაცემა "რეაქციაში" სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოში დღეს „საბანკო ოლიგარქია“ ჩამოყალიბდა.

„გილაურების შემოყვანა იყო ძალიან მძიმე შეცდომა. გილაური რომ ჩემი პრემიერი იყო, მაშინ ბანკების მოგება დღევანდელთან შედარებით ხუთჯერ ნაკლები იყო. დღეს ჩამოყალიბებულია საბანკო ოლიგარქია მთავარი ბანკირის, ივანიშვილის მეთაურობით. ეს სრულიად გამყიდველური, მოღალატე, დაუნდობელი, ხარბი ბანკები რუსეთთან და დიქტატურასთან ერთად არიან ხალხის მთავარი დაუძინებელი მტრები. სწორედ ეს ბანკებია „ნულოვანი თანაგრძნობის“ მომგონი და ცხოვრებაში გამტარებელი. მათ ითამაშეს მნიშვნელოვანი როლი ქართველი ხალხის გაღატაკებაში, უცხოეთში გაძევებაში. ისინი ათეთრებენ რუსულ და ირანულ ფულს. ისინი უხანგრძლივებენ სიცოცხლეს ივანიშვილის დიქტატურას. მალე მოვა დრო, როცა ამ ბანკების მესვეურები დიქტატურასთან ერთად გასამართლდებიან ქვეყნის ღალატისთვის. ძმები გილაურები ამ დანაშაულებრივი სინდიკატის კლასიკური წარმომადგენლები არიან“, – განაცხადა სააკაშვილმა.

მისივე თქმით, 2023 წელს გილაურები პოლიტიკურ პროცესებში იმ დროს გამოჩნდნენ, როდესაც ოპოზიციური პარტიები ერთიანი საარჩევნო სიის შექმნაზე აწარმოებდნენ მოლაპარაკებებს.

„2023 წელს გილაური გამოჩნდა სწორედ მაშინ, როცა მოლაპარაკებებს ვაწარმოებდით ერთიან სიაზე სხვა პარტიებთან. მისი პირობა იყო – არანაირი ერთიანი სია, გავდივართ ცალკე. ასევე, ტელევიზია „მთავარი“ აღარ აშუქებს „ნაციონალებს“. ამ საქმეში გილაურებმა 30 მილიონი დოლარი ჩადეს. ოფიციალურად დარეგისტრირდა 40 მილიონი ლარი. შევადაროთ, გილაურების მიერ დაფუძნებულ ცვლილებების კოალიციას არჩევნებში 30-ჯერ მეტი ფული ჰქონდა, ვიდრე „ნაციონალურ მოძრაობას“ თავისი ციხეში მჯდომი ლიდერით. საერთოდ, ჩემი მოწამვლის და დროებით მძიმე მდგომარეობის გამოყენება ჩემი პარტიის ხმებზე ნადირობისთვის არის კლასიკური პოლიტიკური მონადირეობა“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა