აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ ტრამპის ბრძანება დაბადებისთანავე მოქალაქეობის შეზღუდვის შესახებ ბათილად ცნო
პრეზიდენტის ადმინისტრაცია: მიხეილ ყაველაშვილი აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრება
კავკასია: გუშინ, დღეს, ხვალ. ექსპერტები რეგიონის ძირითად გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე
ირანული მედია: აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვას მიხეილ ყაველაშვილიც დაესწრება
ელისაშვილის ადვოკატი: ვიდეოკადრებით ბრალდებულის იდენტიფიცირება შეუძლებელია, ექსპერტიზა კი ზიანს დაახლოებით 150 ევროდ აფასებს
მიხეილ სააკაშვილი: ოპოზიციის დიდი ნაწილი ნაწილობრივ „ქოცებს“ დაემსგავსა და სიტყვა „დიქტატორის“ გამოყენებასაც ვეღარ ბედავს
ეკატერინე ხვედელიძე მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედას: ამ ქვეყანაში მცხოვრები ყველა ქართველი დედა თქვენი ჭირისუფალია
კახა კალაძე: მიხეილ ყაველაშვილის აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვაზე დასწრებაში ცუდს ვერაფერს ვხედავ

აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ ტრამპის ბრძანება დაბადებისთანავე მოქალაქეობის შეზღუდვის შესახებ ბათილად ცნო

30.06.2026 ნახვები: 171

 

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპი მცდელობა, შეეზღუდა დაბადებისთანავე მოქალაქეობის მინიჭების პრინციპი, სასამართლოში წარუმატებლად დასრულდა. ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი იუწყება.

გამოცემის ინფორმაციით, აშშ-ის უზენაესი სასამართლო 6 ხმით 3-ის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილებით ბათილად ცნო დონალდ ტრამპის აღმასრულებელი განკარგულება, რომელიც დაბადებისთანავე მოქალაქეობის მინიჭების შეზღუდვას ითვალისწინებდა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით ძალაში დარჩა საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში მოქმედი კონსტიტუციური პრინციპი, რომლის თანახმადაც, აშშ-ის ტერიტორიაზე დაბადებული ყველა პირი ამერიკის მოქალაქეა, მიუხედავად იმისა, არიან თუ არა მისი მშობლები აშშ-ის მოქალაქეები.

CNN-ის შეფასებით, ეს დონალდ ტრამპისთვის მნიშვნელოვანი სამართლებრივი და პოლიტიკური მარცხია, რადგან დაბადებისთანავე მოქალაქეობის შეზღუდვა მისი საიმიგრაციო პოლიტიკისა და წინასაარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი მთავარი დაპირება იყო.

ტრამპი აცხადებდა, რომ აღნიშნული ცვლილება ხელს შეუშლიდა ე.წ. „სამშობიარო ტურიზმს“ და ხელს შეუწყობდა როგორც არალეგალური, ისე ლეგალური მიგრაციის შემცირებას.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა