გოჩა მირცხულავა - ავტორიტარიზმის პირველი მსხვერპლი თავისუფლება კი არ არის - პირველი მსხვერპლი ემპათი
საქართველო-ირანის ურთიერთობები და საგარეო-პოლიტიკური ტენდენციები: ფაქტები, მოვლენები და ღია წყაროები
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძე განცხადებით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის ფარგლებში გაფორმებული კონტრაქტის გადახედვის შედეგად სახელმწიფომ 52.5 მილიონი დოლარის დაზოგვა შეძლო.
პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას კობახიძემ აღნიშნა, რომ თავდაპირველად დაღრმავებისა და ტალღმჭრელის მოწყობის სამუშაოებზე გაფორმებული ხელშეკრულების ღირებულება 203.9 მილიონ დოლარს შეადგენდა.
„მოლაპარაკებების შედეგად ჩვენ დავინახეთ ოპტიმიზაციის ძალიან დიდი რესურსი. ამ კონტრაქტის ღირებულება დაახლოებით 204 მილიონი დოლარიდან შემცირდა 151.4 მილიონ დოლარამდე, ანუ 52.5 მილიონი დოლარი დავუზოგეთ ქვეყანას კონტრაქტის ოპტიმიზაციის შედეგად“, – განაცხადა კობახიძემ.
პრემიერის თქმით, ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტზე სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის ერთ-ერთი მთავარი კონტრაქტის ღირებულება გადამოლაპარაკების შედეგად მნიშვნელოვნად შემცირდა.
ირაკლი კობახიძის თქმით, საუბარია დაღრმავებისა და ტალღმჭრელის მოწყობის სამუშაოებზე, სადაც თავდაპირველად გაფორმებული ხელშეკრულების ღირებულება 203.9 მილიონ დოლარს შეადგენდა.
„აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტზე. ეს არის დაღრმავების და ტალღმჭრელის მოწყობის სამუშაოები. აქ იყო გაფორმებული კონკრეტული ხელშეკრულება კონკრეტულ კომპანიასთან, რომლის ღირებულება შეადგენდა 203.9 მილიონ დოლარს“, – განაცხადა კობახიძემ.
მისივე თქმით, მოლაპარაკებების შედეგად კონტრაქტის ღირებულება 151.4 მილიონ დოლარამდე შემცირდა, რაც ბიუჯეტისთვის მნიშვნელოვანი ეკონომიის მიღწევის შესაძლებლობა გახდა.
გოჩა მირცხულავა - ავტორიტარიზმის პირველი მსხვერპლი თავისუფლება კი არ არის - პირველი მსხვერპლი ემპათი
საქართველო-ირანის ურთიერთობები და საგარეო-პოლიტიკური ტენდენციები: ფაქტები, მოვლენები და ღია წყაროები
გოჩა მირცხულავა: ეპისკოპოსებს თუ არ სურთ, რომ ხელისუფლების ინსტრუმენტები გახდნენ, მაშინ დამოუკიდებელ
გოჩა მირცხულავა: ოპოზიციიდან ზოგმა ივანიშვილთან პირდაპირ ითანამშრომლა, ზოგმა კი თავისი სასარგებლო იდ
გოჩა მირცხულავა - „ქართული ოცნების“ მცდელობები, მოჩვენებითად თუ საქმით დაანახონ დასავლეთს, რომ „ჩვენ