კობახიძე: ანაკლიის პორტზე მიმდინარე სამუშაოების ღირებულება 151.4 მილიონ დოლარამდე შემცირდა
„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“: სტრასბურგის სასამართლომ „ფარასა“ და „გრანტების შესახებ“ კანონებზე საჩივრების განხილვა დაიწყო
ირაკლი კობახიძე: 2031 წლისთვის საქართველოში ყველა ძირითადი მაგისტრალის მშენებლობა დასრულდება
კობახიძე: თბილისის შემოვლითი გზის მშენებლობა 2030 წელს დასრულდება
POLITICO: უკრაინას და სხვა კანდიდატ ქვეყნებს შესაძლოა ევროკავშირის ბაზარზე ნაწილობრივი წვდომა გაწევრიანებამდე მიეცეთ
POLITICO: საქართველოს, სერბეთისა და თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეფერხებულია
ევროკავშირი კანდიდატი ქვეყნებისთვის წევრობამდე ეკონომიკური შეღავათების მინიჭებას განიხილავს
ელენე ხოშტარიას ექიმი: ძლიერი ტკივილების გამო პაციენტს სრულფასოვანი კვლევა ვერ ჩაუტარდა

ირაკლი კობახიძე: 2031 წლისთვის საქართველოში ყველა ძირითადი მაგისტრალის მშენებლობა დასრულდება

26.06.2026 ნახვები: 182

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტების ძირითადი ნაწილი 2031 წლისთვის დასრულდება.

ირაკლი კობახიძემ პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, რომ უახლოეს წლებში დასრულდება თბილისი-ბათუმის მაგისტრალის დარჩენილი მონაკვეთები, აშენდება ბათუმი-სარფის ახალი მაგისტრალი, ხოლო რუსთავის მაგისტრალის მშენებლობა მიმდინარე წელს დაიწყება და 2029 წელს დასრულდება.

„გეგმის მიხედვით, 2031 წელს მთლიანად ყველა მაგისტრალის მშენებლობა იქნება დასრულებული. რჩება სამტრედია-ზუგდიდის მონაკვეთი, რომლის მშენებლობა სავარაუდოდ 2032 წელს დასრულდება“, – განაცხადა პრემიერმა.

მისივე ინფორმაციით, ბათუმი-სარფის მაგისტრალის მშენებლობა მიმდინარე წელს დაიწყება და 2031 წელს დასრულდება.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, ხელისუფლება საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს და მიმდინარე წელს ამ მიმართულებით მილიარდობით ლარის პროექტების განხორციელებას გეგმავს.

კობახიძის თქმით, უკვე გამოცხადებულია 2.8 მილიარდ ლარზე მეტი ღირებულების 91 ტენდერი, ხოლო წლის ბოლომდე დამატებით 3 მილიარდ ლარზე მეტი ღირებულების დაახლოებით 120 ტენდერის გამოცხადებაა დაგეგმილი.

პრემიერის განცხადებით, საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს შედეგად უკვე დასრულდა რიკოთის ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობა.

„რიკოთის მაგისტრალი ისტორიული მნიშვნელობის პროექტია. შედეგად, 8 კილომეტრით შემცირდა გადაადგილების მანძილი და განახევრდა მგზავრობის დრო“, – განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, გზების მშენებლობა და მოდერნიზაცია ხელისუფლების ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა