კობახიძე: ანაკლიის პორტზე მიმდინარე სამუშაოების ღირებულება 151.4 მილიონ დოლარამდე შემცირდა
„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“: სტრასბურგის სასამართლომ „ფარასა“ და „გრანტების შესახებ“ კანონებზე საჩივრების განხილვა დაიწყო
ირაკლი კობახიძე: 2031 წლისთვის საქართველოში ყველა ძირითადი მაგისტრალის მშენებლობა დასრულდება
კობახიძე: თბილისის შემოვლითი გზის მშენებლობა 2030 წელს დასრულდება
POLITICO: უკრაინას და სხვა კანდიდატ ქვეყნებს შესაძლოა ევროკავშირის ბაზარზე ნაწილობრივი წვდომა გაწევრიანებამდე მიეცეთ
POLITICO: საქართველოს, სერბეთისა და თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეფერხებულია
ევროკავშირი კანდიდატი ქვეყნებისთვის წევრობამდე ეკონომიკური შეღავათების მინიჭებას განიხილავს
ელენე ხოშტარიას ექიმი: ძლიერი ტკივილების გამო პაციენტს სრულფასოვანი კვლევა ვერ ჩაუტარდა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“: სტრასბურგის სასამართლომ „ფარასა“ და „გრანტების შესახებ“ კანონებზე საჩივრების განხილვა დაიწყო

26.06.2026 ნახვები: 202

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ კომუნიკაციის ეტაპი დაიწყო იმ საჩივრებზე, რომლებიც 2025 წელს მიღებულ „ფარასა“ და „გრანტების შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებს უკავშირდება.

ორგანიზაციის ცნობით, საჩივარი ერთობლივად შეიტანეს „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“, „ეკონომიკური პოლიტიკისა და კვლევის ცენტრმა“, „კანონის უზენაესობის ცენტრმა“, „პუბლიკამ“, „საქართველოს ევროპულმა ორბიტამ“, „სამოქალაქო მოძრაობა თავისუფლებისთვის“, ასევე ეკა გიგაურმა, ნინო ევგენიძემ და ნინო ლომჯარიამ. პარალელურად, კომუნიკაციის ეტაპი დაიწყო კიდევ 17 ორგანიზაციისა და ფიზიკური პირის ანალოგიურ საჩივრებზე.

ორგანიზაციის განმარტებით, კომუნიკაციის ეტაპის დაწყება ნიშნავს, რომ სტრასბურგის სასამართლო საჩივრების როგორც დასაშვებობას, ისე არსებით გარემოებებს სიღრმისეულად განიხილავს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ინფორმაციით, იუსტიციის სამინისტროს 2026 წლის 15 ოქტომბრამდე მიეცა ვადა, უპასუხოს როგორც საჩივრებს, ისე სასამართლოს მიერ დასმულ შეკითხვებს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ განცხადებით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კითხვები უკავშირდება იმას, რამდენად შეესაბამება „ფარასა“ და „გრანტების შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებები ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მოთხოვნებს.

ორგანიზაციის ინფორმაციით, სასამართლო შეისწავლის, ხომ არ არღვევს აღნიშნული კანონმდებლობა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის, გამოხატვის თავისუფლებისა და გაერთიანების თავისუფლების უფლებებს, ასევე პოლიტიკურ მოტივზე დაფუძნებული უფლებების შეზღუდვის აკრძალვის პრინციპს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ მიიჩნევს, რომ აღნიშნული კანონები სამოქალაქო საზოგადოებისთვის სერიოზული გამოწვევაა და მათ უკვე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინეს არასამთავრობო სექტორის საქმიანობაზე.

ორგანიზაციის შეფასებით, სტრასბურგის სასამართლოს მიერ საქმის კომუნიკაციის ეტაპზე გადაყვანა მნიშვნელოვანი შუალედური ნაბიჯია, თუმცა სამართლებრივი პროცესი კვლავ გრძელდება.

წყარო: „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა