აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ ტრამპის ბრძანება დაბადებისთანავე მოქალაქეობის შეზღუდვის შესახებ ბათილად ცნო
პრეზიდენტის ადმინისტრაცია: მიხეილ ყაველაშვილი აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრება
კავკასია: გუშინ, დღეს, ხვალ. ექსპერტები რეგიონის ძირითად გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე
ირანული მედია: აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვას მიხეილ ყაველაშვილიც დაესწრება
ელისაშვილის ადვოკატი: ვიდეოკადრებით ბრალდებულის იდენტიფიცირება შეუძლებელია, ექსპერტიზა კი ზიანს დაახლოებით 150 ევროდ აფასებს
მიხეილ სააკაშვილი: ოპოზიციის დიდი ნაწილი ნაწილობრივ „ქოცებს“ დაემსგავსა და სიტყვა „დიქტატორის“ გამოყენებასაც ვეღარ ბედავს
ეკატერინე ხვედელიძე მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედას: ამ ქვეყანაში მცხოვრები ყველა ქართველი დედა თქვენი ჭირისუფალია
კახა კალაძე: მიხეილ ყაველაშვილის აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვაზე დასწრებაში ცუდს ვერაფერს ვხედავ

უკრაინის თავდაცვის მინისტრად მიხაილ ფედოროვი დანიშნა

14.01.2026 ნახვები: 369

უკრაინის უმაღლესმა რადამ ყოფილი პირველი ვიცე-პრემიერისა და ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრის, მიხაილ ფედოროვის თავდაცვის მინისტრად დანიშვნას მხარი დაუჭირა.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, რადაში შესაბამის გადაწყვეტილებას 277-მა სახალხო დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

პარლამენტის ტრიბუნიდან ფედოროვმა განაცხადა, რომ უკრაინის უსაფრთხოების მთავარი გარანტი მისი თავდაცვის ძალებია.

მისი თქმით, ამჟამად არსებობს მთელი რიგი პრობლემები, რომელიც ხელს უშლის უკრაინელ ჯარისკაცებს ეფექტურად იმოქმედონ, მათ შორის არის საბჭოთა ეპოქის მიდგომა, ზედმეტი ბიუროკრატია და ფრონტის მომარაგების შეფერხებები.

ფედოროვმა ასევე განაცხადა, რომ გეგმავს ტერიტორიული დაკომპლექტების ცენტრების სისტემის ყოვლისმომცველ აუდიტს.

„შემდეგ ჩვენ შემოგთავაზებთ სისტემურ გადაწყვეტას წლების განმავლობაში დაგროვილი პრობლემების მოსაგვარებლად, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის შენარჩუნებით“, - აღნიშნა ფედოროვმა.

მისი თქმით, შეუძლებელია ახალი ტექნოლოგიებით ბრძოლა ძველ ორგანიზაციულ სტრუქტურასთან ერთად.

„საჭიროა ყოვლისმომცველი ცვლილებები. ჩვენი მიზანია სისტემის შეცვლა: არმიის რეფორმის ჩატარება, ფრონტის ხაზის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, ტყუილისა და კორუფციის აღმოფხვრა და ლიდერობისა და ნდობის ახალი კულტურის დამკვიდრება“, - აღნიშნა თავდაცვის ახალმა მინისტრმა.

მისი თქმით, უახლოეს მომავალში გეგმავს უკრაინის თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების აუდიტის ჩატარებას, რათა მოიძებნოს დამატებითი შესაძლებლობები სამხედრო პერსონალის ფინანსური და სოციალური უზრუნველყოფის გასაუმჯობესებლად.

ცნობისთვის, 13 იანვარს, უმაღლესმა რადამ მხარი დაუჭირა თავდაცვის მინისტრის დენის შმიგალის თანამდებობიდან გათავისუფლებას, რომელიც ენერგეტიკის მინისტრის თანამდებობას დაიკავებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა