ტრამპი: ვფიქრობ, ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დასრულებულია
War update: 271 clashes on front lines, mostly in Pokrovsk and Sloviansk sectors
ADF neutralizes 139 drones launched by Russia in overnight attack on Ukraine
Russia loses another 1,260 troops, 61 artillery systems in war against Ukraine over past day
Defense Forces hit 15 bridges and nine Russian air defense objects in June using middle strike systems
Budanov on strikes against targets in Crimea: Russia's logistics must be cut off
ბუდანოვი: ჩვენი მთავარი ამოცანაა ყირიმზე გამავალი რუსული სამხედრო ლოგისტიკის სრულად გადაკეტვა
Zelensky on Crimea operation: We cut off logistics, take control of peninsula's fuel and energy infrastructure

რომან გოცირიძე - უკრაინაში ომი გაგრძელდება მანამ, ვიდრე რუსეთს წინსვლა აქვს ომის ველზე

30.12.2025 ნახვები: 670

რუსეთის პრეზიდენტმა ვალადიმერ პუტინმა კიდევ ერთხელ მიმართა ვერაგულ ხერხს მოლაპარაკებების ჩასაშლელად.

ახლა უკრაინის სამთავრობო კვარტალების დაბომბვა დააანონსა, თითქოს ამას აქამდე არ აკეთებდა. უბრალოდ, შედეგს ვერ აღწევს, რათგან კიევის ცენტრი უკეთაა გამაგრებული. მოლაპარაკების ჩაშლის საბაბად იყენებს მისი 21 რეზიდენციიდან ერთ-ერთზე დრონებით თავდასხმის მცდელობას. ნამდვილად მოხდა თუ არა ეს, არავინ იცის. ეს რეზიდენცია იმით გამოირჩევა, რომ იქ იმართება ე. წ. ვალდაის ყოველწლიური ფორუმი უცხოელების მონაწილეობით.

პუტინს, რომელმაც დაიყოლია ტრამპი და რომელიც ლამის მისი ინსტრუქტაჟით მოქმედებს, მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი უბრძოლველად აიღოს დონბასის დარჩენილი ნაწილი.

ამას იდეა ფიქსად წარმოაჩენს ტრამპის თვალში, მისი ცხოვრების არსად. არა და რუსეთის კონსტიტუციით ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებიც რუსეთისაა. თითქოს ისინი დაივიწყა. სინამდვილეში, ამ გამაგრებული 20 ათასი კვადრატული კილომეტრის გაკონტროლებას უდიდესი სამხედრო მნიშვნელობა აქვს.

შემდეგ გზა ხსნილია ხარკოვისაკენ და ადვილად დაიკავებს უკრაინის ნახევარს, დნეპრის მარცხენა სანაპიროს. პუტინისათვის შეთანხმების 28 პუნქტი იქნება თუ 20, არსებითი მნშვნელობა არა აქვს.

20 პუნქტამდე მისი შეკვეცა, რაც წარმატებულ ვერსიად ცხადდება უკრაინა-ევროპა-ამერიკის მიერ, ფაქტობრივად არაფერს ნიშნავს ორი საკითხის გარდა. ერთია ტერიტორიების, ხოლო მეორე უკრაინისათვის უსაფრთხოების გარანტიების საკითხი.  ტერიტორიებს რუსეთი მოითხოვს, უკრაინა არ თმობს.

წარმატებად მიიჩნევა ამერიკისა და ევროპის ქვეყნების თანხმობა, რომ რუსეთის მხრიდან ხელახალი აგრესიის შემთხვევაში უკრაინას დაიცავენ ნატოს 5-ე მუხლის მსგავსად, ანუ პირდაპირ ომში ჩაერთვებიან რუსეთის წინააღმდე.

ეს მართლაც კარგია, მაგრამ უნდა კი ეს რუსეთს? ოდესმე ვინმეს უთქვამს რუსული მხრიდან, რომ ამას დაეთანხმება? წარმატება რაშია, ტრამპის დაყოლიებაში?

რუსეთი, რომელიც ამბობს, რომ ომი დაიწყო უკრაინის ნატოში გაწევრიანების საფრთხის გამო, ფაქტობრივად, შემოვლითი გზით უკრაინაში ნატოს შემოსვლას დათანხმდა? არაა ამის მტკიცება სერიოზული.

უკრაინაში ომი გაგრძელდება მანამ, სანამ რუსეთს წინსვლა აქვს ომის ველზე. ეს რომ შეჩერდეს, საჭიროა უმკაცრესი სანქციები და ამერიკის მიერ მაქსიმალური სამხედრო დახმარების გაწევა, მათ შორის ფრთოსანი რაკეტების, ტომაჰავკების გადაცემის გზით. ზელენსკისა და ტრამპის გუშინდელი შეხვედრა, რომელსაც ზოგიერთები წარმატებულად მიიჩნევენ, იყო ძალიან წარუმატებელი.

არ მალავენ უკვე, რომ ტრამპი და პუტინი ერთ მხარეზე დგანან და უკრაინის ტერიტორიების დათმობას აიძულებენ ზელენსკის. ის ამას არ იზამს, ეს არ უნდა უკრაინელი ხალხის 85 პროცენტს.

ვიდრე უკრაინას ჰყავს ასეთი პრეზიდენტი და სანამ ასე მტკიცედ დგას უკრაინელი ხალხი, უკრაინა არ დამარცხდება. ბოროტება პუტინის სახით ვერ გაიმარჯვებს.

რომან გოცირიძე

ნეიშენ ჯორჯია

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა