ვოლოდიმირ ზელენსკი - აშშ-სთან მოლაპარაკებები პროდუქტიული იყო
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა რუსულ წყალქვეშა ნავს დაარტყა
არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილს მღვდელმოქმედების უფლება შეუჩერდა
წალენჯიხის მუნიციპალიტეტი საქართველოს მასშტაბით 10 საუკეთესო მუნიციპალიტეტს შორის დასახელდა
Talks between Zelensky and US delegation conclude in Berlin
Over 60% of Ukrainians trust Zelensky – KIIS
Zelensky speaks with released political prisoners from Belarus
ილია თოფურია განცხადებას ავრცელებს

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა რუსულ წყალქვეშა ნავს დაარტყა

15.12.2025 ნახვები: 221

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა რუსულ წყალქვეშა ნავს დაარტყა , - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

უკრაინული მედიის ცნობით, ისტორიაში პირველად, ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურმა ნოვოროსიისკის პორტში მდგომი რუსული წყალქვეშა ნავი Varshavyanka საზღვაო დრონების, Sea Baby-ის გამოყენებით ააფეთქა.

„აფეთქების შედეგად წყალქვეშა ნავმა კრიტიკული ზიანი მიიღო და მწყობრიდან გამოვიდა. წყალქვეშა ნავზე „კალიბრის“ ტიპის ფრთოსანი რაკეტის ოთხი გამშვები დანადგარი იყო, რომლებსაც მტერი უკრაინის ტერიტორიაზე დარტყმებისთვის იყენებს“, - აცხადებს უკრაინის უსაფრთხოების სამსახური.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, მსგავსი ტიპის წყალქვეშა ნავის ღირებულება 400 მილიონი დოლარია.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა