ჯეფრი ეპშტეინის დოკუმენტებში დონალდ ტრამპის ფოტოებიც არის
სალომე ზურაბიშვილი აქციაზე - უამრავი ხალხია გამოსული, არაფერს ნიშნავს ეს კანონები, ამით ვერ აჩერებ ხალხს
დედაქალაქში მთავარი ნაძვის ხე აინთო
სალომე ზურაბიშვილი - კობახიძე არა მხოლოდ გვერდით უდგას პუტინს, არამედ არ გადის დარბაზიდან, როდესაც ის გამოდის სიტყვით
BIAFF 2025 - ბათუმის საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალი თიბისის მხარდაჭერით გაიმართება
თბილისის მთავარი ნაძვის ხე დღეს საზეიმოდ აინთება, ასევე გაიხსნება „საახალწლო სოფელი“
გახსენი 13-14 დეკემბრის თიბისის საახალწლო შეთავაზებები
ჟურნალმა „თაიმმა“ 2025 წლის ადამიანად ხელოვნური ინტელექტის შემქმნელები დაასახელა

ჯეფრი ეპშტეინის დოკუმენტებში დონალდ ტრამპის ფოტოებიც არის

12.12.2025 ნახვები: 213

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ზედამხედველობის კომიტეტის „დემოკრატმა“ წევრებმა ჯეფრი ეპშტეინის ახალი დოკუმენტები გამოაქვეყნეს, მათ შორის არის დონალდ ტრამპის ფოტოებიც, - ინფორმაციას გამოცემა Sky News-ი ავრცელებს.

გამოქვეყნებული მასალა ფოტოებს შეიცავს, რომელზეც აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, ყოფილი პრეზიდენტი ბილ კლინტონი, დონალდ ტრამპის ყოფილი მრჩეველი სტივ ბენონი, ბილ გეითსი და სხვა ცნობილი პირებია გამოსახული.

ერთ-ერთ ფოტოზე დონალდ ტრამპი ექვს ქალთან ერთადაა გამოსახული, რომელთა სახეები მასალების გამოქვეყნებამდე კომიტეტმა რედაქტირების შედეგად დაფარა.

კომიტეტის „დემოკრატმა“ წევრმა, რობერტ გარსიამ განაცხადა, რომ „95 000-ზე მეტი ფოტო მიიღეს, მათ შორის მდიდარი და გავლენიანი მამაკაცების ფოტოები, რომლებიც დროს ჯეფრი ეპშტეინთან ერთად ატარებდნენ“.

ცნობისთვის, ფინანსისტ ჯეფრი ეპშტეინს სექსუალური ტრეფიკინგის საქმეზე ბრალი 2019 წელს წაუყენეს. ოფიციალური ცნობებით, ეპშტეინი ათობით არასრულწლოვნის სექსუალურ ტრეფიკინგს ეწეოდა. ეპშტეინმა ციხეში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა