სამეგრელოს რეგიონში, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის წალენჯიხა–ობუჯი–ჯიხაშკარის გზის დაახლოებით 7-კილომეტრიან (კმ1–კმ7) მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
მიმდინარე სამუშაოებს ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, საქარათველოს პარლამენტის წევრებთან ირაკლი ზარქუასთან და ილია ინჯიასთან, საატომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ლევან დარახველიძესთან, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ დავით ვერავასთან და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერ გუბაზ საჯაიასთან ერთად გაეცნო.
აღნიშნული გზა არაერთი დასახლებისთვის წარმოადგენს ძირითად სატრანსპორტო მარშრუტს და დაზიანებული საფარი მოსახლეობის ყოველდღიურ გადაადგილებას მნიშვნელოვნად ართულებდა.
პროექტის ფარგლებში განხორციელდება გზის სრული რეაბილიტაცია. დაგეგმილია ასფალტ-ბეტონის ახალი საფარის მოწყობა, კიუვეტებისა და სანიაღვრე არხების გამართვა, წყალგამტარი მილების მონტაჟი, მიერთებებისა და ტროტუარის მოწყობა, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელების კეთილმოწყობა, საგზაო ნიშნების განთავსება და გზის ჰორიზონტალური მონიშვნა. სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 12 მილიონ ლარზე მეტია.
წალენჯიხა–ობუჯი–ჯიხაშკარის გზის საერთო სიგრძე 14 კილომეტრია. 2019 წელს დასრულდა გზის მეორე 7-კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია. მიმდინარე პროექტის დასრულების შემდეგ, წალენჯიხისა და ობუჯის დამაკავშირებელი გზა სრულად აღდგება, გადაადგილება კი უფრო კომფორტული გახდება.
აღნიშნული საავტომობილო გზის მე-11 კილომეტრზე, მდინარე ტორჩიაზე არსებული ხიდის სანაცვლოდ ასევე დაგრგმილია ახალი სახიდე გადასასვლელის მდრნებლობა. სამუშაოები უახლოეს პერიოდში დაიწყება. შესაბამისი ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია.
არსებული ხიდი გასული საუკუნის 70-იან წლებშია აგებული. მისი კონსტრუქცია მნიშვნელოვნად დაზიანებული იყო, რის გამოც მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ხიდის მშენებლობის შესახებ. პროექტის ფარგლებში იგეგმება 16.1-მეტრიანი, ერთმალიანი ახალი ხიდის მოწყობა.
სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება. პროექტის ღირებულება ერთ მილიონ ლარზე მეტს ლარს შეადგენს.