აშშ-ში ცხოვრების უფლების მისაღებად 1 მილიონი დოლარის ღირებულების „ოქროს ბარათის“ პროგრამა ამოქმედდა
საია-მ ე.წ. გავრილოვის ღამის საქმე ევროპული სასამართლოს დიდ პალატში მოიგო
INTERPOL-მა კრიპტო თაღლითობა გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა
თიბისის დეკემბრის მარათონის პირველი კვირა - 320-ზე მეტი გამარჯვებული და 45 000 ლარამდე გაცემული პრიზები
წალენჯიხის U17-წლამდე ვაჟთა ნაკრების დაშლილი გუნდი წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით აღდგა
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა, გუბა საჯაიამ სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრებთან პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტის კანონპროექტი მიიღო
Axios - უკრაინამ აშშ-ს „სამშვიდობო გეგმასთან“ დაკავშირებით პასუხი გადასცა

აშშ-ში ცხოვრების უფლების მისაღებად 1 მილიონი დოლარის ღირებულების „ოქროს ბარათის“ პროგრამა ამოქმედდა

11.12.2025 ნახვები: 198

აშშ-ში ცხოვრების უფლების მისაღებად 1 მილიონი დოლარის ღირებულების „ოქროს ბარათის“ პროგრამა ამოქმედდა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

„ოქროს ბარათის“ პროგრამის ფარგლებში უცხო ქვეყნის მოქალაქეები აშშ-ში ბინადრობის უფლების მოპოვებას დაჩქარებული წესით შეძლებენ.

განაცხადის შევსება ვებ გვერდზე, Trumpcard.gov-ზე 15 000 დოლარის გადახდის შემდეგ არის შესაძლებელი.

შემოწმების პროცესის წარმატებით გავლის შემდეგ კანდიდატებს 1 მილიონი დოლარის ოდენობის „შემოწირულობის“ გადახდა მოუწევთ.

„ფაქტობრივად, ეს მწვანე ბარათია, მაგრამ ბევრად უკეთესია. ბევრად უფრო ძლიერია“, - განუცხადა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს.

აშშ-ის ვაჭრობის მდივანმა, ჰოვარდ ლუტნიკმა განაცხადა, რომ წინასწარი რეგისტრაციის ეტაპზე დაახლოებით 10 000 ადამიანი დარეგისტრირდა.

„ველი, რომ დროთა განმავლობაში ათასობით ბარათს გავყიდით და მილიარდობით დოლარს მივიღებთ“, - აღნიშნა ლუტნიკმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა