უკრაინის ტერიტორია და სუვერენიტეტი არ იყიდება, საშობაო ბაზრობაზე არ ვართ, არ ვართ ცნობილ ჩერკიზოვსკის ბაზარში, - ამის შესახებ გაერო-ში უკრაინის მუდმივმა წარმომადგენელმა, ანდრეი მელნიკმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა.
„რუსეთს უკრაინის კაპიტულაცია სურს. მაგრამ აი, ჩემი პასუხი: უკრაინას კი არა, "ბუბლიკების" ხვრელს მიიღებთ!“- აღნიშნა უკრაინელმა დიპლომატმა.
გაერო-ს უშიშროების საბჭო 9 დეკემბერს შეიკრიბა. შეხვედრაზე, სხვა საკითხებთან ერთად, რუსეთის მხრიდან უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობისა და ინფრასტრუქტურის დაბომბვის საკითხზეც ისაუბრეს.