ვოლოდიმირ ზელენსკი - ევროპას, უკრაინასა და აშშ-ს შორის ერთობა მნიშვნელოვანია
The Georgian Church at a Breaking Point: The Beginning of a New Era and the End of the Old
Reuters - იაპონიის სანაპიროსთან 7.6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, გამოცხადებულია ცუნამის საფრთხე
ჯუანშერ ბურჭულაძე მოსამართლეს - მაქვს სპეციფიკური დაავადება, რომელიც საქართველოში არ იკურნება
რა კითხვებს სვამენ მეწარმეები ბიზნესის დაწყებამდე
თიბისისთვის განათლების მხარდაჭერა მთავარი პრიორიტეტია
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში გაგარინის ქუჩაზე საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს
მიხეილ სააკაშვილი - სუს-ის გამოძიების ზედაპირულობა ხელს უხსნის საერთაშორისო აქტორებს

სალომე ზურაბიშვილი - ახლახან წარდგენილი კანონი დემონსტრაციის უფლებას კიდევ უფრო ზღუდავს

08.12.2025 ნახვები: 208

ახლახან წარდგენილი კანონი დემონსტრაციის უფლებას კიდევ უფრო ზღუდავს, - ასე ეხმაურება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი „ქართული ოცნების“ მიერ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონსა და „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შესატანი ცვლილებების პაკეტის წარდგენას.

„ყველა საპროტესტო აქციას წინასწარ ნებართვა დასჭირდება, თუ მისი გამართვა „ხალხით სავსე საზოგადოებრივ ადგილებში“, ანუ თბილისის ყველა ცენტრალურ ლოკაციაზე იქნება დაგეგმილი. მთავარი სამიზნე ერთი წლის განმავლობაში რუსთაველზე მიმდინარე საპროტესტო აქციებია“, - წერს სალომე ზურაბიშვილი X-ზე.

ცნობისთვის, პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე უმრავლესობის დეპუტატების საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი წარედგინა, რომლის მიხედვით, დგინდება სახელმწიფო ორგანოს წინასწარი გაფრთხილების ვალდებულება იმ შემთხვევაში, თუ შეკრება-მანიფესტაცია ხალხის მოძრაობის ადგილას იმართება. პროექტის თანახმად, თუ შეკრება-მანიფესტაცია საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ უსაფრთხოებას, მართლწესრიგს, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ნორმალურ ფუნქციონირებას, სატრანსპორტო საშუალებებისა და ხალხის გადაადგილებას, სახელმწიფო ორგანო უფლებამოსილი იქნება მანიფესტაციის მონაწილეებს მანიფესტაციის ჩატარების ალტერნატიული ადგილის, დროის ან სვლაგეზის შესახებ მითითება მისცეს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა