მარკ რუტე - სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის შემთხვევაშიც კი, რუსეთი ევროპისთვის საფრთხედ მაინც დარჩება
ირაკლი კობახიძე - ჩვენ არ შეგვიჩერებია არავითარი ევროინტეგრაციის პროცესი
თიბისი კონცეპტის შეთავაზებების ფარგლებში დაიბრუნეთ 30% ულიმიტოდ გალერია თბილისში
ბრაიან ფიცპატრიკი - მარკო რუბიოს საშუალება მიეცით, თავისი საქმე ობიექტურად და სამართლიანად გააკეთოს
მარკო რუბიო - ინფორმაცია, რომ დენ დრისკოლმა უკრაინელები გარდაუვალი მარცხის შესახებ გააფრთხილა, 100%-ით ყალბია
War update: 156 clashes on front lines in past 24 hours, one-third in Pokrovsk sector
Trump says ready to meet Zelensky, Putin only when peace deal is reached
Russia loses 980 soldiers, two air defense systems in Ukraine war over past 24 hours

ირაკლი კობახიძე - ჩვენ არ შეგვიჩერებია არავითარი ევროინტეგრაციის პროცესი

26.11.2025 ნახვები: 194

ჩვენ არ შეგვიჩერებია არავითარი ევროინტეგრაციის პროცესი,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ინტერპელაციის წესით სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, „2024 წლის 27 ივნისს თავად ევროპულმა ბიუროკრატიამ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოსთან დიალოგის შეჩერების თაობაზე, რაც ქართველი ხალხის მიმართ უკიდურესად უსამართლო გადაწყვეტილება იყო“.

„რაც შეეხება ევროინტეგრაციის საკითხს, მინდა შეგახსენებთ, რომ ჩვენ არ შეგვიჩერებია არავითარი ევროინტეგრაციის პროცესი. დოკუმენტურადაც დაადასტურა ევროკავშირმა, რომ 2024 წლის 27 ივნისს ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოსთან დიალოგი, რასაც არავითარი საფუძველი არ ჰქონდა. ანუ, ის, რაც არაერთხელ საჯაროდ განაცხადეს, ძირითადად ამაზე საუბრობდა ხოლმე ევროკავშირის ელჩი, ეს უკვე წერილობით, დოკუმენტურადაც დაადასტურეს, რომ 2024 წლის 27 ივნისს თავად ევროპულმა ბიუროკრატიამ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოსთან დიალოგის შეჩერების თაობაზე, რაც ქართველი ხალხის მიმართ უკიდურესად უსამართლო გადაწყვეტილება იყო. შემდეგ უტიფრად გამოაცხადეს, თითქოს ჩვენ შევაჩერეთ ის, რაც მათ უკვე ივნისში ჰქონდათ შეჩერებული. ამ მასშტაბის დემაგოგია არ ეკადრება ზოგადად, ევროპულ ბიუროკრატიას, თუმცა, ვხედავთ, რომ დარღვეულია, მათ შორის მორალური პრინციპებიც ევროპულ ბიუროკრატიაში, რაც ძალიან სამწუხაროა. ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ მომავალში ეს მიდგომები შეიცვლება და შეიცვლება ზოგადად, ევროპული ბიუროკრატიის მიდგომა ქართველი ხალხის მიმართ“,- განაცხადა კობახიძემ.

რაც შეხება საქართველოს საგარეო პოლიტიკურ კურსს და ორიენტაციას, ირაკლი კობახიძის განმარტებით, ის მკაფიოა და საქართველოს კონსტიტუციაში არის ასახული.

„მინდა შეგახსენოთ, რომ შესაბამისი ჩანაწერი დაემატა სწორედ ჩვენი ხელისუფლების ძალისხმევით. ისიც მინდა შეგახსენოთ, რომ მაშინ ოპოზიციამ ამ ჩვენს ძალისხმევას მხარი არ დაუჭირა. ყველაფერი არის ნათელი, ყველაფერი წერია საქართველოს კონსტიტუციაში, თუ როგორია ჩვენი ორიენტაცია, რა გვინდა საგარეო პოლიტიკური კუთხით. თუ ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან მიდგომები შეიცვლება, თუ გლობალური პოლიტიკური კონტექსტი შეიცვლება, ამ შემთხვევაში, შესაძლებელი გახდება ყველა დასახული მიზნის მიღწევა. თუმცა, დღეს ვხედავთ, რომ გლობალური კონტექსტი არ არის ამ საერთაშორისო მიზნების შესრულებისკენ მომართული. ხედავთ, როგორ ვითარდება ნატო-უკრაინის ურთიერთობები, რაც სხვა ქვეყნებზეც აისახება. ხედავთ, როგორია ევროპული ბიუროკრატიის მიდგომა კონკრეტულად, ჩვენი ქვეყნის მიმართ. იმედი ვიქონიოთ, რომ ეს პოზიცია შეიცვლება“,-განაცხადა კობახიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა