War update: 183 clashes on frontline over past day
US Army Secretary Driscoll meets Russian delegation in Abu Dhabi
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,120 over past day
Trump and Xi hold telephone talks
Senior Russian officers accused of orchestrating deadly playground attack in Kryvyi Rih
Vast majority of points in “peace plan” have been agreed upon - White House
Zelensky on “peace plan”: no longer 28 points, many correct elements taken into account
თინა ბოკუჩავა - ხელქვეითები ივანიშვილს ატყუებენ, როცა ეუბნებიან, რომ თუ ტყვეებს აიყვანს, შესაძლოა, დასავლეთი მოლაპარაკების მაგიდასთან დაუჯდეს

ლინდსი გრეჰემი - სანამ პუტინი მიიჩნევს, რომ წინამძღოლის პოზიციაშია, მშვიდობა არ იქნება

25.11.2025 ნახვები: 217

იმედი მაქვს, ჟენევის შეხვედრები ნაყოფს გამოიღებს და უკრაინა და შეერთებული შტატები შეთანხმდებიან ამ საშინელი ომის დასრულების გზაზე. ვაფასებ პრეზიდენტ ტრამპს და მის გუნდს მშვიდობისკენ სწრაფვისთვის, - ამის შესახებ ამერიკელი სენატორი, ლინდსი გრეჰემი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ის დაჟინებით მოითხოვს კაპიტულაციას და არა მშვიდობას.

„თუმცა, ჩემთვის ნათელია, რომ სანამ პუტინი თვლის, რომ ის წინამძღოლის პოზიციაშია, მშვიდობა არ იქნება. ის დაჟინებით მოითხოვს კაპიტულაციას და არა მშვიდობას. ამის დაშვება მთელ მსოფლიოში მეტ აგრესიას წაახალისებს და ეს ყველას დაგვატყდება თავს. ამ მხრივ, ამერიკას და დანარჩენ მსოფლიოს ბევრი კოზირი აქვს, რომლებიც ჯერ კიდევ გამოსაყენებელია პუტინის რუსეთის წინააღმდეგ. იმედი მაქვს, მალე ვიპოვით საპატიო და სამართლიან მშვიდობას. მაგრამ თუ პუტინი გააგრძელებს ცეცხლის შეწყვეტის უარყოფას, სამშვიდობო წინადადებებთან დაკავშირებით კომპრომისზე წასვლას და კაპიტულაციის დაჟინებით მოთხოვნას, მაშინ დროა, შეერთებულმა შტატებმა და დანარჩენმა მსოფლიომ სხვაგვარად დაიწყონ თავიანთი კარტების თამაში“, - წერს სენატორი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა