War update: 183 clashes on frontline over past day
US Army Secretary Driscoll meets Russian delegation in Abu Dhabi
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,120 over past day
Trump and Xi hold telephone talks
Senior Russian officers accused of orchestrating deadly playground attack in Kryvyi Rih
Vast majority of points in “peace plan” have been agreed upon - White House
Zelensky on “peace plan”: no longer 28 points, many correct elements taken into account
თინა ბოკუჩავა - ხელქვეითები ივანიშვილს ატყუებენ, როცა ეუბნებიან, რომ თუ ტყვეებს აიყვანს, შესაძლოა, დასავლეთი მოლაპარაკების მაგიდასთან დაუჯდეს

თბილისში ახალი ეროვნული სტადიონის მშენებლობის პროექტთან დაკავშირებით ტენდერი შეწყდა

25.11.2025 ნახვები: 192

თბილისში 70,000 მაყურებელზე გათვლილი ახალი ეროვნული სტადიონის მშენებლობის პროექტთან დაკავშირებით მუნიციპალური განვითარების ფონდის სატენდერო კომისიამ, ამ ეტაპზე, გამარჯვებული კომპანია ვერ გამოავლინა.

როგორც ფონდის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, აუცილებელია სატენდერო დოკუმენტაციის, მათ შორის დამკვეთის მოთხოვნებისა და საკვალიფიკაციო კრიტერიუმების ხელახალი გადახედვა, რათა პროცესი მეტად სრულყოფილი და კონკურენტული იყოს.

„იმის გამო, რომ ტენდერის საკვალიფიკაციო კრიტერიუმებს მხოლოდ ერთი პრეტენდენტი აკმაყოფილებდა და მისი შეთავაზება, სხვა მონაწილეთა ფასებთან შედარებით, მნიშვნელოვნად მაღალი იყო, კომისიამ კანონით მინიჭებული უფლება გამოიყენა და საჭიროდ მიიჩნია პირობების ხელახალი შეფასება და შესაბამისი ცვლილებების განხორციელება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ცნობისთვის, ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა თბილისში ახალი, უეფას IV კატეგორიის სტადიონის პროექტირებისა და მშენებლობისთვის ტენდერი 15 აგვისტოს გამოაცხადა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა